რა დროს გამოიყენება სტუგერონი?

სტუგერონის გამოყენების ჩვენებებია: მიღების ჩვენებები შემანარჩუნებელი თერაპია ლაბირინთული წარმოშობის მენიერის დაავადების სიმპტომებისას, თავბრუსხვევის, გულისრევის, ღებინების, ყურებში ხმაურის და ნისტაგმის ჩათვლით.  წონასწორობის დარღვევის პროფილაქტიკა.  შაკიკის პროფილაქტიკა. შემანარჩუნებელი თერაპია თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევის სიმპტომებისას, თავბრუსხვევის, ყურებში ხმაურის, სისხლძარღვოვანი წარმოშობის თავის ტკივილის, გაღიზიანებადობის, ჩაკეტილობის, მეხსიერების და ყურადრების კონცენტრაციის დარღვევის ჩათვლით.  შემანარჩუნებელი თერაპია პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევის სიმპტომებისას, რეინოს დაავადების, აკროციანოზის, ხანგამოშვებითი კოჭლობის, მიკროცირკულაციის დარღვევის, ტროფიკული და ვარიკოზული წყლულების, ღამის კრუნჩხვების, კიდურებში სიცივის შეგრძნების ჩათვლით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი