რა დროს გამოიყენება ტებოკანი?

ტებოკანის გამოყენების ჩვენებებია: – თავის ტვინის ორგანული დაზიანებით გამოწვეული მსუბუქი და საშუალო ხარისხის სიმძიმის კოგნიტიური დარღვევების სიმპტომური მკურნალობა კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში. სამკურნალო საშუალების დანიშვნამდე უნდა დარწმუნდეთ, რომ კოგნიტიური დარღვევები არ არის გამოწვეული დაავადებებით, რომლებიც საჭიროებენ სპეციფიკურ მკურნალობას; – გარდამავალი კოჭლობის სინდრომის სიმპტომური მკურნალობა ქრონიკული მაობლიტირებელი ენდარტერიიტის დროს (ფონტეინის მიხედვით კლასიფიკაციის მე-II სტადია); – სისხლძარღვოვანი და ინვოლუციური წარმოშობის თავბრუსხვევის კომპლექსურ მკურნალობაში; – სისხლძარღვოვანი და ინვოლუციური წარმოშობის ყურებში შუილის კომპლექსურ მკურნალობაში. თავბრუსხვევის შეტევებისა და ყურებში შუილის ხშირი განმეორებების შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს. სმენის უეცარი დაქვეითების ან დაკარგვის შემთხვევაში კონსულტაციისთვის დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი