რა დროს გამოიყენება ტეგრეტოლი?

ტეგრეტოლის გამოყენების ჩვენებებია:  ეპილეფსია: მარტივი და რთული პარციალური კრუნჩხვითი შეტევები (გრძნობის დაკარგვის ან მის გარეშე) მეორადი გენერალიზაციით ან მის გარეშე. გენერალიზებული ტონო-კლონური კრუნჩხვითი შეტევები. კრუნჩხვითი შეტევის შორეული ფორმები (ტეგრეტოლი შეიძლება გამოყენებული იყოს, როგორც მონოთერაპია და ასევე კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში. ტეგრეტოლი ჩვეულებრივ არაეფექტურია მცირე შეტევების (petit mal,absansi) და მიოკლონური შეტევების დროს); მწვავე მანიაკალური მდგომარეობები და ბიპოლარული აფექტური აშლილობის მხარდამჭერი თერაპია გამწვავების პროფილაქტიკის ან გამწვავების კლინიკური გამომჟღავნების შესუსტების მიზნით; ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომი; სამწვერა ნერვის იდიოპათიური ნევრალგია და სამწვერა ნერვის ნევრალგია გაფანტული სკლეროზის დროს (ტიპური და არატიპიური). ენა-საყლაპავი ნერვის იდიოპატიური ნევრალგია; დიაბეტური ნეიროპათია ტკივილის სინდრომთან ერთად; ცენტრალური გენეზის უშაქრო დიაბეტი. პოლიურია და ნეიროჰორმონული ბუნების პოლიდიპსია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი