რა დროს გამოიყენება ტეიკოპლანინი-TF?

ტეიკოპლანინი-TF გამოყენების ჩვენებებია: ტეიკოპლანინი-TF – ის მიმართ მგრძნობიარე გრამდადებითი მიკროორგანიზმებით გამოწვეული  ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, მათ შორის მეტიცილინის მიმართ რეზისტენტობის დროს: კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები; ძვლებისა და სახსრების ინფექციები; ზემო და ქვემო სასუნთქი გზების ინფექციები; ჰოსპიტალური და სხვა პნევმონიები; შარდგამომყოფი სისტემის გაურთულებელი და გართულებული ინფექციები; ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები; სეპტიცემია. მოზრდილებში დამატებით გამოიყენება ენდოკარდიტის, მუდმივი ამბულატორიული პერიტონული დიალიზით გამოწვეული პერიტონიტის დროს; ბეტა-ლაქტამურ ანტიბიოტიკებზე ალერგიის შემთხვევაში ინფექციური ენდოკარდიტის პროფილაკტიკისთვის; სტომატოლოგიაში და ზოგადი ანესთეზიით მიმდინარე ზედა სასუნთქი გზებზე ქირურგიული ჩარაევების დროს; შარდ-სასქესო და კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ქირორგიული ჩარევების დროს. ტეიკოპლანინი-TF გამოიყენება ალერგიის შემთხვევაში პენიცილინისა და ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ, სხვა ანტიბიოტიკებით  (მათ შორის პენიცილინები და ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკები) არაეფექტური მკურნალობისა და მათ მიმართ აუტანლობის დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი