რა დროს გამოიყენება ტენზიომინი?

ტენზიომინის გამოყენების ჩვენებებია: ესენციური ჰიპერტონია (ასევე ჰიპერტენზიის რეზისტენტული ფორმები, რომლებიც რეფრაქტერულია სხვა ჰიპოტენზიური საშუალებების მიმართ), ავთვისებიანი ჰიპერტონია; რენოვასკულური ჰიპერტენზია (მონოთერაპიის სახით ან კომბინაციაში კალციუმის ანტაგონისტებთან, ბეტა-ბლოკატორებთან ან დიურეზულ საშუალებებთან); აუტოიმუნური ნეფროპათია (სკლეროდერმია, წითელი მგლურა სწრაფად პროგრესირებადი); ხანდაზმულ ავადმყოფებში; ჰიპერტონული დაავადება თანმხლები შაქრიანი დიაბეტით; გულის უკმარისობის დროს პრე- და პოსტდატვირთვის შესამცირებლად (განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც არაეფექტურია დიურეზული საშუალებების კომბინირება საგულე გლიკოზიდებთან); კონგესტიური კარდიომიოპათია; როგორც დიაგნოსტიკური საშუალება რენოვასკულური ჰიპერტენზიის და კონის სინდრომის დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი