რა დროს გამოიყენება ტოკოვიდ სუპრაბიო?

ტოკოვიდ სუპრაბიოს გამოყენების ჩვენებებია: • ინსულტის რისკის შემცირება, ნერვული სისტემის პროტექცია • ანტიკანცეროგენული ეფექტი, აინჰიბირებს კიბოს უჯრედების პროლიფერაციას. (განსაკუთრებით ეფექტურია ძუძუს კიბოს დროს) • ამცირებს საერთო ქოლესტერინის, დაბალი (დსლპ) და ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (ძდსლპ) რაოდენობას სისხლში.  • ამცირებს არტერიულ ბლოკს კაროტიდული სტენოზით დაავადებულ პაციენტებში. • იცავს ორგანიზმს ოქსიდაციური სტრესისგან   ახალი ბიო-ოპტიმალური შეწოვის სისტემის მეშვეობით, რბილი ჟელატინის კაფსულის შიგთავსი, ჩვენს კუჭში სითხესთან კონტაქტისთანავე წარმოქმნის ემულსიას. ამიტომ მისი შეწოვა არ არის დამოკიდებული საკვებისა და ცხიმის მიღებაზე. ეს არა მხოლოდ ტოკოტრიენოლის შეწოვას ზრდის 200-300%-ით, არამედ მის სრულ შეწოვასაც უზრუნველყოფს. ტოკოტრიენოლები ტოკოვიდ სუპრაბიო-ში მნიშევნელოვანია, ვინაიდან ისინი იცავენ ორგანიზმის უჯრედებს დაზიანებისგან, არიან რა სამიზნეები თავისუფალი რადიკალებისათვის. თავისუფალი რადიკალები ძალიან რეაქტიულია. ისინი ჯანმრთელ უჯრედებს უტევენ და აზიანებენ. თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებას ყველაზე ხშირად ჩვენ განვიცდით დაბინძურებული ჰაერიდან, სიგარეტის ბოლიდან, ულტრაიისფერი გამოსხივებიდან, შემწვარი საკვებიდან და საკვებში არსებული პესტიციდებიდან. თუ არ მოხდა მათი ეფექტის ნეიტრალიზება, თავისუფალმა რადიკალებმა შეიძლება ჩვენს ორგანიზმს დიდი ზიანი მიაყენოს. ტოკოტრიენოლები ექსტრაგირდება ბუნებრივი ფორმით პალმის ზეთისა და ბრინჯის ქატოს ზეთისგან, ამათგან, პალმის ტოკოტრიენოლებს დელტა და გამა ტოკოტრიენოლების უფრო მაღალი შემცველობა ახასიათებს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი