რა დროს გამოიყენება ტორვიტინი?

ტორვიტინის გამოყენების ჩვენებებია: – პირველადი ჰიპერქოლესტერინემია (მემკვიდრული და არამემკვიდრული ჰეტეროზიგოტური ჰიპერქოლესტერინემია) დიეტოთერაპიის არაეფექტურობის შემთხვევაში; – შერეული ჰიპერლიპიდემია, მათ შორის ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში; – სისხლის შრატში ტრიგლიცერიდების მატება და დისბეტალიპოპროტეინემია (დიეტოთერაპიის არაეფექტურობის შემთხვევაში); – მემკვიდრული ჰომოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემია (დიეტასთან ერთად); – მეორადი პროფილაქტიკისათვის მიოკარდიუმის ინფარქტის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიებით და/ან დისლიპიდემიით დაავადებულებში განმეორებითი სტენოკარდიის რისკის შემცირების მიზნით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი