რა დროს გამოიყენება ტორნამი?

ტორნამის გამოყენების ჩვენებებია: ამპულა: სპინალური ანესთეზია ქირურგიაში (3-5 სთ-ის ხანგრძლივობის უროლოგიური და ქვედა თორაკალური ოპერაციები, 45-60 წთ-ის ხანგრძლივობის აბდომინალური ოპერაციები). ფლაკონი: ლოკალური ან რეგიონალური ანესთეზია ქირურგიაში (პირის ღრუს ქირურგიული ჩარევები, დიაგნოსტიკური და თერაპიული პროცედურები); სამწვერა ნერვის, ბეჭისა და გავის წნულების, სასირცხო ნერვის ბლოკადები; ნეკნთაშუა, კაუდალური და ეპიდურული ანესთეზია საკეისრო კვეთისას და სამეანო პრაქტიკაში; ანესთეზია ზედა და ქვედა კიდურების სახსრების ამოვარდნილობის ჩასწორებისათვის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი