რა დროს გამოიყენება ტულიპი ?

ტულიპი  გამოყენების ჩვენებებია: ჩვენებები:: ტულიპის ტაბლეტები გამოიყენება სისხლში ლიპიდების მომატებული შემცველობის შესამცირებლად. ტულიპის ტაბლეტები ამცირებს სისხლში ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების შემცველობას, თუ სხვა მეთოდები (ანუ, რაციონის შეცვლა, ფიზიკური აქტივობა, წონის დაკლება) აღმოჩნდება უშედეგო, ავადმყოფებში, რომელთაც აწუხებთ: სისხლში ქოლესტერინის მომატებული შემცველობა (უმთავრესად, IIა ტიპის ჰიპერქოლესტერინემიის, ფრედრიქსონის მიხედვით); სისხლში ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების ერთდროული მომატება (შერეული II ბ ტიპის ჰიპერლიპიდემია ფრედრიქსონის მიხედვით); სისხლში ქოლესტერინის შემცველობის შთამომავლობით მომატება შთამომავლობითი ჰიპერქოლესტერინემიის შემთხვევაში. თერაპიის დაწყებამდე საჭირო ჩატარდეს ღვიძლის ფუნქციის ტესტირება, განმეორდეს იგი რეგულარულად მკურნალობის პერიოდში. ღვიძლის მდგომარეობის ფუნქციონალური მაჩვენებლის ხანგრძლივი დროით ზრდის შემთხვევაში, მაშინ როცა იგი მომატებულია ნორმალურთან შედარებით 3-ჯერ და უფრო მეტად, რეკომენდებულია შემცირდეს პრეპარატის დოზა ან სრულიად შეწყდეს ტულიპის ტაბლეტების მიღება. პაციენტებს, რომლებიც ღებულობენ ატორვასტატინს, ზოგჯერ შესაძლოა განუვითარდეთ ტკივილები კუნთებში (გაურთულებელი მიალგია). პირებმა, რომელთაც აქვთ დაავადებების (მიოპათიები) სიმპტომური მაჩვენებლები, აუცილებელია ჩაიტარონ ანალიზი სისხლში კუნთოვანი ფერმენტის მომატების შესაძლო მომატების გამოსავლენად (კფკ**). კფკ*-ს დონის ხანგრძლივი დროით ზრდის შემთხვევაში, აუცილებელია პრეპარატის დოზის შემცირება ან სრულიად უნდა შეწყდეს ატორვასტატინის მიღება. შეატყობინეთ თქვენს ექიმს წარმოქმნილი ტკივილის შეგრძნების, კუნთების დაძაბულობის ან სისუსტის შემთხვევაში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი