რა დროს გამოიყენება ტულოზინი?

ტულოზინის გამოყენების ჩვენებებია: ჩვენებები:: ტულოზინის® აქტიური ნივთიერება – ტამსულოზინი განეკუთვნება იმ სამკურნალო საშუალებათა ჯგუფს, რომლებსაც ალფა-1-ადრენორეცეპტორების ბლოკატორები ეწოდებათ. იგი ამცირებს წინამდებარე ჯირკვლისა და შარდსადენი არხის გლუვი კუნთების დაჭიმულობას, და ამგვარად აადვილებს შარდის დინებას და ხელს უწყობს შარდის ბუშტის დაცლას. იგი გამოიყენება წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის სიმპტომების შესამცირებლად (ხშირი შარდვა დღისით და ღამით; გაძნელებული შარდვა – შარდვის დაწყების გაძნელება, შარდის სუსტი და წყვეტილი ნაკადი; შარდის მოწოლა, შარდვის იმპერატიული (გადაუდებელი) მოთხოვნილება, შარდის ბუშტის არასრულად დაცლის შეგრძნება).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი