რა დროს გამოიყენება ურსოდეოქსიქოლის მჟავა?

ურსოდეოქსიქოლის მჟავას გამოყენების ჩვენებებია: ურსოდეოქსიქოლის მჟავა გამოიყენება პირველადი ბილიარული ციროზის, ქრონიკული აქტიური ჰეპატიტის ქოლესტატური სინდრომით, მწვავე ჰეპატიტის, ღვიძლის მუკოვისციდოზის, ნაღვლის სადინარის თანდაყოლილი ატრეზიის, ბილიარული რეფლუქს-ეზოფაგიტისა და რეფლუქსგასტრიტის, ქოლეცისტოპათიის დროს ბილიარული დისპეფსიური სინდრომის არსებობისას, ჰორმონული ჩასახვის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალების მიღებით გამოწვეული ქოლესტაზური სინდრომის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის. პრეპარატი გამოიყენება ციტოსტაზური სამკურნალო საშუალებებით მკურნალობის შედეგად გამოწვეული ღვიძლის დაზიანების პროფილაქტიკისათვის, იგი გამოიყენება აგრეთვე ღვიძლის და სხვა ორგანოების ტრანსპლანტაციის დროს დამხმარე მკურნალობისათვის. პრეპარატის კაფსულები გამოიყენება ქოლესტერინული კენჭების, აგრეთვე ლიტოტრიფსიის შემდეგ ნაღვლის ბუშტსა და ნაღვლის საერთო სადინარში მათი ფრაგმენტების დასაშლელად.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი