რა დროს გამოიყენება ფეზამი?

ფეზამის გამოყენების ჩვენებებია: სხვადასხვა გენეზის ფსიქოორგანული სინდრომი (მათ შორის თავის ტვინის სისხლძარღვების მწვავე და ქრონიკული დაავადებები. თავის ტვინის ტრავმების შემდგომი პერიოდი, ნერვული სისტემის ინფექციურ-ანთებითი დაავადებები); თავბრუსხვევით, ყურებში შუილით, ნისტაგმით, გულისრევით და ღებინებით მიმდინარე ლაბირინთოპათია; მენიერის სინდრომი; კინეტოზების პროფილაქტიკა; შაკიკის შეტევების პროფილაქტიკა; ტვინის ინფარქტი ქვემწვავე სტადიაში და ქრონიკულ სტადიაში გადასვლის პროცესში; ენცეფალოპათიით მიმდინარე ქრონიკული ჰიპერტენზია; სისხლძარღვოვანი დემენცია; სისხლძარღვოვანი გენეზის აფაზია; ტრავმით გამოწვეული ენცეფალოპათია; შიზოფრენიის და დეპრესიის დროს დამხმარე საშუალების სახით. ნეიროლეფსიური და ანტიდეპრესიული საშუალების მიმართ რეზისტენტობისას; ფსიქოგენური გენეზის ასთენიური სინდრომი (განგაში, ემოციური დისკომფორტი, აგზნებადობა, მეხსიერების, ყურადღების დარღვევა, ემოციური ლაბილურობა); ინტელექტუალურად ჩამორჩენილი განვითარების მქონე ბავშვებში მეხსიერების და სწავლის გაუმჯობესების მიზნით. დოზირების რეჟიმი მოზრდილებს ენიშნებათ პრეპარატის 1-2 კაფსულა 3-ჯერ დღეში 1-3 თვის განმავლობაში დაავადების სიმძიმის მიხედვით. ბავშვებს – 1-2 კაფსულა 1-2-ჯერ დღეში. გვერდითი მოვლენები დერმატოლოგიური რეაქციები: იშვიათად კანზე გამონაყარი, ქავილი, ფოტოსენსიბილიზაცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი