რა დროს გამოიყენება ფეიბა?

ფეიბას გამოყენების ჩვენებებია: A ტიპის ჰემოფილიით დაავადებულებში (VIII ფაქტორის ინჰიბიტორით) სისხლდენის მკურნალობა და პროფილაქტიკა. B ტიპის ჰემოფილიით დაავადებულებში (IX ფაქტორის ინჰიბიტორით) სისხლდენის მკურნალობა და პროფილაქტიკა. VIII, XI, XII ფაქტორების შეძენილი დეფიციტით გამოწვეული არაჰემოფილური სისხლდენის მკურნალობა და პროფილაქტიკა. არსებობს მონაცემები მისი ფონ ვილებრანდის დაავადების დროს წარმატებით გამოყენების შესახებ. ფეიბა ტიმი ასევე გამოიყენება VIII ფაქტორის კონცენტრატთან კომბინაციაში ხანგრძლივი მკურნალობის სახით. VIII ფაქტორის ინჰიბიტორის ორგანიზმიდან ელიმინაციისათვის, რაც იძლევა საშუალებას რათა მკურნალობა გაგრძელდეს VIII ფაქტორის კონცენტრატით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი