რა დროს გამოიყენება ფეპორინი-ჰუმანითი?

ფეპორინი-ჰუმანითის გამოყენების ჩვენებებია: პრეპარატი ინიშნება მოზრდილებსა და 2 თვიდან ასაკის ბავშვებში მის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ.  • სასუნთქი გზების ინფექციები (პნევმონიის და ბრონქიტის ჩათვლით),  • საშარდე გზების ინფექციები (გაურთულებელი და გართულებული)როგორიცაა ნეფროპიელიტი),  • კანის და რბილი ქსოვილების არაკომპლექსური ინფექციები,  • მუცლის ღრუს კომპლექსური ინფექციები (პერიტონიტის და სანაღვლე გზების ინფექციების ჩათვლით),  • გინეკოლოგიური ინფექციები • სეპტიცემია  • ემპირიული თერაპიის სახით ცხელების და ნეიტროპენიის მქონე პაციენტებში  • ინფექციური გართულებების პროფილაქტიკა ოპერაციული ჩარევების შემდეგ. ბაქტერიული ინფექციის არსებობაზე ეჭვის შემთხვევაში, უნდა ჩატარდეს ბაქტერიული კულტურის და პრეპარატის მიმართ მგრძნობელობის ტესტი, მაგრამ ვინაიდან ცეფეპიმი არის ფართო სპექტრის მოქმედების მქონე პრეპარატი, ცეფეპიმით მონოთერაპიის დაწყება შესაძლებელია პრეპარატზე მგრძნობელობის ტესტის შედეგების მიღებამდე. რეკომენდებულია სხვა ანტიანაერობული საშუალების დანიშნვნა, როგორიცაა მეტრონიდაზოლი საწყისი მკურნალობისთვის, როდესაც არის  ეჭვი ანაერობული ბაქტერიის არსებობაზე. მას შემდეგ, რაც მიღებული იქნება  ბაქტერიული კულტურის და პრეპარატის მგრძნობელობაზე ტესტის შედეგი, ინიშნება სათანადო მკურნალობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი