რა დროს გამოიყენება ფინლეფსინი?

ფინლეფსინის გამოყენების ჩვენებებია: ეპილეფსია: პარციული გულყრები მიმდინარე როგორც მარტივი, ასევე რთული სიმპტომატიკით; გენერალიზებული ტონურ-კლონური კრუნჩხვები, ძირითადი ფოკალური გენეზის დიდი გულყრები (დიდი გულყრები ძილის დროს, დიფუზური დიდი გულყრები); ეპილეფსიის შერეული ფორმები; სამწვერა ნერვის ნევრალგია; ენის ფუძის, ხახისა და რბილი სასის ცალი მხრიდან განვითარებული, უცნობი ეტიოლოგიის შეტევის მსგავსი ტკივილები (გენუინური და გლოსოფარინგეული ნევრალგია); პერიფერიული ნერვების დაზიანების შედეგად წარმოშობილი ტკივილები შაქრიანი დიაბეტის დროს (ტკივილით მიმდინარე დიაბეტური ნეიროპათია); ეპილეფტიფორმული გულყრები გაფანტული სკლეროზის დროს, როგორიცაა მაგ. სახის კუნთების სპაზმი სამწვერა ნერვის ნევრალგიის დროს. ტონური კრუნჩხვები, მეტყველების და მოძრაობის შეტევით ხასიათის დარღვევა (პარაქსიზმული დიზართრია და ატაქსია), უსიამოვნო შეგრძნებები (პაროქსიზმული პარესთეზიები) და ალერგიური შეტევები. ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომის დროს ეპილეფსიური გულყრების პროფილაქტიკა. ფსიქოზები (ძირითადად მანიაკალურ-დეპრესიული მდგომარებების, იპოქონდრული დეპრესიების დროს). აფექტური და შიზოაფექტური ფსიქოზების მეორადი პროფილაქტიკა. ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომის დროს ეპილეფსიური გულყრების თავიდან აცილების მიზნით ფინლეფსინის გამოყენება ხდება მხოლოდ სტაციონალურ პირობებში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი