რა დროს გამოიყენება ფლაპროქსი?

ფლაპროქსის გამოყენების ჩვენებებია: პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, მათ შორის: სასუნთქი გზების ინფექციები; ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები; საშარდე სისტემის ინფექციები; სასქესო ორგანოების ინფექციები (გონორეა, პროსტატიტი, ადნექსიტი, მშობიარობის შემდგომი ინფექციები); საჭმლის მომნელებელი სისტემის (მათ შორის პირის ღრუს, კბილების, ყბების), ნაღვლის ბუშტის და სანაღვლე გზების ინფექციები; კანის, ლორწოვანი გარსებისა და რბილი ქსოვილების ინფექციები; საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ინფექციები; სეფსისი; პერიტონიტი; მენინგიტი, გამოწვეული გრამ-უარყოფითი მიკროფლორით; ტუბერკულოზი (კომბინირებულ თერაპიაში რეზისტენტული ტუბერკულოზის დროს); ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ავადმყოფებში (იმუნოდეპრესანტებით თერაპიის ფონზე); ინფექციების პროფილაქტიკა ქირურგიული ჩარევის დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი