რა დროს გამოიყენება ფლოსტერონი?

ფლოსტერონის გამოყენების ჩვენებებია: ადგილობრივი მკურნალობა: •           შეიყვანება სახსრებში და სახსრების სიახლოვეს ანთებითი რევმატული დაავადებებისას (რევმატოიდული ართრიტი, სერონეგატიური სპონდილოართრიტი, ართრიტები შემაერთებელი ქსოვილების სისტემური დაავადებებისას), პოსტტრავმული ართრიტისას, ფსორიაზული ართრიტისას სახსრების მრავლობითი დაზიანებებითა და ტენდოსინოვიტით, კრისტალური ართრიტებისას; •           შეიყვანება სახსრებში დეგენერაციული რევმატული დაავადებებისას, განსაკუთრებით სინოვიიტის არსებობისას (არ გამოიყენება მენჯ-ბარძაყის სახსრის ართროზის დროს); •           სახსრების სიახლოვეს ქსოვილების ანთებითი დაზიანებები (ბურსიტის, ტენდინიტი, ტენდოსინოვიიტი, ეპიკონდილიტი, პლანტარული ფასციიტები); •           შეიყვანება დაზიანების კერაში კანის დაავადებების სამკურნალოდ იშვიათ შემთხვევებში (თუ არ არის რეაქცია ადგილობრივი თერაპიის სხვა საშუალებებზე): მასკლეროზირებელი ფოლიკულიტი, კელოიდები, რგოლისებური გრანულომა, კანის სარკოიდოზი, დიაბეტური ლიპოდისტროფია (ლიპონეკროზი), ფსორიაზი, კეროვანი ალოპეცია, გლუვი თეთრი ლიქენი, ნეიროდერმიტი, მონეტისებური ეგზემა, დისკოიდური წითელი მგლურა; სისტემური მკურნალობა ფლოსტერონის სისტემური ეფექტი გამოიყენება ზოგიერთი გამოხატული ალერგიული დაავადებისას: ალერგიული რინიტი, ასთმური სტატუსი, კვინკეს შეშუპება, ალერგიული რეაქციები სამკურნალო საშუალებებზე და შრატზე, მწერების ნაკბენებზე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი