რა დროს გამოიყენება ფლოქსიმედი?

ფლოქსიმედის გამოყენების ჩვენებებია: ოფთალმოლოგია: _ თვალისა და მისი დანამატების სხვადასხვა ინფექციური დაავადებების ადგილობრივი მკურნალობა, რომლებიც გამოწვეულია პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით: მწვავე და ქვემწვავე კონიუნქტივიტები, ბლეფაროკონიუნქტივიტები,  ბლეფარიტები, რქოვანას ბაქტერიული წყლულები ჰიპოპიონით და/ან მის გარეშე, ბაქტერიული კერატიტები და კერატოკონიუნქტივიტები, ქრონიკული დაკრიოცისტიტები და მეიბომიტები. _ წინასაოპერაციო პროფილაქტიკა ოფთალმოქირურგიაში. პოსტოპერაციული ინფექციური გართულებების მკურნალობა. _ თვალის კაკლისა და მისი დანამატების ტრავმისშემდგომი (უცხო სხეულით ან მის გარეშე) ინფექციური გართულებების მკურნალობა და პროფილაქტიკა. ოტოლოგია: – მწვავე გარეთა ოტიტი; – მწვავე შუა ოტიტი; – შუა ყურის მწვავე ანთება დრენაჟით ტიმპანოსტომიური მილის საშუალებით, რომელიც გამოწვეულია ციპროფლოქსაცინისადმი მგრძნობიარე ბაქტერიების შტამებით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი