რა დროს გამოიყენება ფლუკონა-დენკი 100?

ფლუკონა-დენკი 100 გამოყენების ჩვენებებია: ფლუკონა-დენკ 100 არის ფართო სპექტრის სოკოს საწინააღმდეგო საშუალება, მასში შემავალი აქტიური ნივთიერება, ფლუკონაზოლი, მიეკუთვნება ტრიაზოლის წარმოებულ ნივითიერებათა ჯგუფს. ფლუკონა-დენკ 100 გამოიყენება საფუარა სოკოს მიერ (Candida and Cryptococcus) გამოწვეული სოკოვანი ინფექციიების სამკურნალოდ, კერძოდ: ა) შინაგანი ორგანოების (სისტემური კანდიდოზი) სოკოვანი ინფექციები, გამოწვეული საფუარა სოკოს Candida სახეობის მიერ, მათ შორის საფუარა სოკო დადასტურდა სისხლში (კანდიდემია), პათოგენური Candida შარდში (კანდიდურია), მიმოფანტულია (ვრცელდება ერთ ან რამოდენიმე ორგანოზე) და სხვა Candida ინფექციები, რომლებიც გავრცელებულია ორგანიზმში და რომლებიც შესაძლებელია იყოს სიცოცხლისათვის საშიში, განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე პაციენტებში პერიტონეუმის, ფილტვების და საშარდე ტრაქტის ინფექციებით. ფლუკონა-დენკ 100-ის დანიშვნა ასევე შესაძლებელია ავთვისებიანი დაავადების მქონე პაციენტებში (სიმსივნით დაავადებული პაციენტები), რეანიმაციაში მყოფ პაციენტებში, სიმსივნის მკურნალობის დროს (ციტოსტატიური საშუალებებით) ან ორგანიზმის იმუნური სისტემის დამაქვეითებელი პრეპარატების (იმუნოსუპრესანტები) მიღების დროს. ბ) ლორწოვანი გარსის სოკოვანი ინფექციები, გამოწვეული ჩანდიდა სახეობით, როგორიცაა: – პირის ღრუს, ყელის და საყლაპავის მორეციდივე სოკოვანი დაავადებები, – ზედა სასუნთქი ტრაქტის ლორწოვანი გარსის სოკოვანი ინფექციები, როდესაც პროცესი არ მოიცავს ფილტვებს. გ) მენინგიალური გარსების ინფექციები, გამოწვეული საფუარა სოკო CryptºCºCcus neoformans მიერ. პრეპარატის დანიშვნა ასევე შესაძლებელია იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში (მაგ: შიდსით დაავადებულებში ან ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდეგ). ფლუკონა-დენკ 100 ასევე შეიძლება დაინიშნოს მკურნალობის მცდელობის სახით შიდსიან პაციენტებში კრიპტოკოკული მენინგიტის რეციდივის პროფილაქტიკის მიზნით. დ) ავთვისებიანი დაავადებების მქონე პაციენტებში, ქიმიოთერაპიის ან რადიოთერაპიის დროს სოკოვანი ინფექციის პრევენციის მიზნით და ასევე იმუნოსუპრესიულ პირებში (მაგ: შიდსი ან ქიმიოთერაპია) ექსპერიმენტის სახით ინიშნება მკურნალობა გასნაზღვრული დროის განმავლობაში. სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენებისას უნდა იქნეს გათვალისწინებული ოფიციალური გაიდლაინები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი