რა დროს გამოიყენება ფორსეფი?

ფორსეფის გამოყენების ჩვენებებია: ფორსეფის მიმართ მგრძნობიარე პათოგენური მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციები: სეფსისი, მენინგიტი, ლაიმას დისემინირებული ბორელიოზი (დაავადების ადრეული და გვიანი სტადიები), მუცლის ღრუს ორგანოების ინფექციები (პერიტონიტი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, სანაღვლე გზების ინფექციები), ძვლების სახსრების, შემაერთებელი ქსოვილის, კანის, ჭრილობით გამოწვეული ინფექციები. ინფექციები დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე პაციენტებში: თირკმელებისა და საშარდე გზების ინფექციები, ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (პნევმონია, ბრონქიტი, ემპიემა, ფილტვის აბსცესი), ოტორინოლარინგოლოგიური ინფექციები, გენიტალიების ინფექციები, მათ შორის გართულებული გონორეა და სხვა ინფექციები, რომლებიც გადაეცემა სქესობრივი გზით. იყენებენ აგრეთვე ქირურგიული ოპერაციების შემდგომ პერიოდში განვითარებული ინფექციების პროფილაქტიკისათვის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი