რა დროს გამოიყენება ქლორპრომაზინი?

ქლორპრომაზინის გამოყენების ჩვენებებია: პრეპარატი ფსიქიატრიულ პრაქტიკაში გამოიყენება სხვადასხვა სახის ფსიქომოტორული აგზნების დროს: შიზოფრენიით, მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზებით და სხვა ფსიქიური დაავადებებით (ფსიქოპათია, სხვადასხვა გენეზის რეაქტიულ-ნევროზული მდგომარეობები) შეპყრობილ პაციენტებში, რომელთაც თან ახლავს ჰალუცინატორულ-პარანოიდული, ჰალუცინატორულ-ბოდვითი, კატატონური სინდრომი, შიშისა და განგაშის შეგრძნება, აგზნება, უძილობა, ხასიათის დარღვევები; ეპილეფსიით და ცნს-ის ორგანული დაავადებებით შეპყრობილ პაციენტებში დისფორიის სამკურნალოდ, აჟიტირებული დეპრესია პაციენტებში პრესენილური მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზით, მწვავე ალკოჰოლური ფსიქოზების სამკურნალოდ, აგრეთვე ქრონიკული ალკოჰოლიზმის და ნარკომანიის დროს აბსტინენციის მდგომარეობის შესამსუბუქებლად. თერაპიულ და ნევროლოგიურ პრაქტიკაში პრეპარატი გამოიყენება როგორც სედატიური, ღებინების საწინააღმდეგო და სლოკინის დამამშვიდებელი საშუალება, აგრეთვე ჰიპერტონული კრიზის კომპლექსური თერაპის დროს, რომლის თანმხლებია ფსიქომოტორული აგზნება. პრეპარატი მუდმივი უძილობისა და ტკივილების დროს გამოიყენება ანალგეზიურ სამკურნალო საშუალებებთან და ბარბიტურატებთან კომბინაციაში. აგრეთვე იმ დაავადებების სამკურნალოდ, რომლის თანმხლებია კუნთების ტონუსის მომატება. დერმატოლოგიაში პრეპარატი ინიშნება დერმატოზების სამკურნალოდ კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში, რომლის თანმხლებია ქავილი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი