რა დროს გამოიყენება ქოლერონი?

ქოლერონის გამოყენების ჩვენებებია: • ნაღვლის ბუშტის და საერთო სანაღვლე სადინარის ქოლესტერინული კენჭები, თუ ქირურგიული და ენდოსკოპიური მეთოდებით მათი მოშორება შეუძლებელია; • სანაღვლე გზების დისკინეზია; • კონკრემენტების წარმოქმნის პროფილაქტიკა ჭარბი წონის მქონე პაციენტებში, სხეულის მასის სწრაფი დაკლებისას; • მწვავე ჰეპატიტი; • ქრონიკული აქტიური ჰეპატიტი; • ღვიძლის ტოქსიკური დაზიანებები (მათ შორის ალკოჰოლური და მედიკამენტოზური); • ღვიძლის პირველადი ბილიარული ციროზი; • პირველადი მასკლეროზებელი ქოლანგიტი; • ღვიძლშიდა სანაღვლე გზების თანდაყოლილი ატრეზია; • ქოლესტაზი პარენტერული კვებისას; • კისტოზური ფიბროზი (მუკოვისციდოზი); • ბილიარული რეფლუქს-გასტრიტი და რეფლუქს-ეზოფაგიტი; • ბილიარული დისპეფსიური სინდრომი; • ღვიძლის დაზიანებათა პროფილაქტიკა ჰორმონული კონტრაცეპტივების ან ციტოსტატიკების გამოყენების დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი