რა დროს გამოიყენება ცელემინ 5-S პლუსი?

ცელემინ 5-S პლუსის გამოყენების ჩვენებებია: რეკომენდებულია სრული ან ნაწილობრივი პარენტერალური კვებისთვის. ინიშნება როგორც პროფილაქტიკური საშუალება ცილების ნაკლებობის დროს მათი გამოხატული უკმარისობის ან ჭარბი მოთხოვნილების შემთხვევაში. 1. საკვების მიღების შეუზლებლობისას, უგონო მდგომარეობის შემთხვევაში, პროლონგირებული კომის დროს.  2. ქირურგიაში:  • როდესაც კვება შეუზლებელია, ან არასასურველია. • ინტრაოპერაციული პერიოდის სხვადასხვა გართულებების შემთხვეაში, მაგ: სისხლდენის და კლინიკური სიკვდილის დროს. იხმარება აგრეთვე ოპერაციის შემდგფომი გართულებების დროს: აბსცესი, ნაკერების და ასევე თრომბოემბოლიასთან დაკავშირებული გართულებებისას,  • მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის ტრამვების დროს. • ყველა ხარისხის დამწვრობისას, რომელსაც თან ახლავს ჭრილობიდან უხვი ჩირქდენა ან დაჩირქება. • საყლაპავის და კუჭის ეროზიული დაზიანებისას • კუჭ–ნაწლავის ტრაქტის სტენოზი • დიფუზური პერიტონიტი • ოსტეომიელიტი • პაციენტის ხელოვნური ვენტილაციის პირეობებში ხანგრზლივად ყოფნისას  • ოპერაცია რომელსაც თან ახლავს კატაბოლური რეაქცია: (სიმსივნის ამოკვეთა, ენდოკრინოლოგიურ ორგანოებზე, ნეირო ქირურგია) • ოპერაციის შემდგომი ენერგიის პროტეინული დაფიციტისას (წონაში დაკლება, ტროფიკული დაავადებები) • მრავლობითი მოტეხილობები. 3. ნევროლოგიური და მენტალური დაავადებები,, როდესაც შეუძლერბელია ნორმალური კვება 4. მწვავე ინფექციური დაავადებები, რომლენიც გამოწვეულია ძლიერი ინტოქსიკაციით: ფილტვების ანთება, ქრონიკული დიარეა, ანაერობული ინფექციები. 5. ყველა ეტიოლოგიური და კლინიკური ფორმები მწვავე პროტეინული ენერგოდეფიციტის დროს. (ენდოკრინული, პსოქოგენური, სიომსივნის, კახექსიის დროს)  გასტროინტესტინური დაავადებების მძიმე შემთხვევები (ობსტრუქცია, მალაბსორბცია, ნაწლავის ანთებითი დაავადება, პანკრეატიტი და ნაწლავური ფისტულები),  ნაწილობრივი ან სრული პარენტერული კვება (ცხიმოვანი ემულსიების, ელექტროლიტების და ნახშირწყლების დამატებით),  ცილების და ცხიმების დანაკარგის პროფილაქტიკა და მკურნალობა, როდესაც შეუძლებელია ენტერალური კვების გამოყენება:  ჰიპერმეტაბოლური მდგომარეობა (ტრავმები, დამწვრობა, სეფსისი),  შემთხვევები, რომლებიც საჭიროებენ პარენტერულ კვებას (ავთვისებიანი დაავადებების დროს, ოპერაციის მოსამზადებლად და ოპერაციული ჩარევის შემდეგ).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი