რა დროს გამოიყენება ცეფლოქსი-ავერსი?

ცეფლოქსი-ავერსის გამოყენების ჩვენებებია: პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები: • სასუნთქი სისტემის ინფექციები: ფარინგიტი, მწვავე ბრონქიტი, ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, პნევმონია, ბრონქოექტაზიური დაავადება, მუკოვისციდოზი; • LOR-ორგანოების ინფექციები: შუა ყურის ანთება, ჰაიმორიტი, ფრონტიტი, სინუსიტი, მასტოიდიტი, ტონზილიტი;  • მუცლის ღრუს ორგანოების ინფექციები: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების ბაქტერიული ინფექციები, ინტრაპერიტონეალური აბსცესი, პერიტონიტი, სალმონელოზი, მუცლის ტიფი, კამპილობაქტერიოზი, იერსინიოზი, შიგელოზი, ქოლერა; • თირკმლისა და შარდგამომყოფი გზების ინფექციები: პიელონეფრიტი, ტუბულარული აბსცესი, ცისტიტი;  • მცირე მენჯისა და სასქესო ორგანოების ინფექციები: პროსტატიტი, ადნექსიტი, სალპინგიტი, ოოფორიტი, ენდომეტრიტი, პელვიოპერიტონიტი;  • ვენერული დაავადებები: გონორეა, რბილი შანკრი, ქლამიდიოზი; • კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები: ინფიცირებული ჭრილობა, წყლული, დამწვრობა, აბსცესი, ფლეგმონა;  • ძვლებისა და სახსრების ინფექციები: ოსტეომიელიტი, სეპტიკური ართრიტი; • ბაქტერიემია, სეპტიცემია, მძიმე ინფექციები იმუნოდეფიციტისა და ნეიტროპენიის ფონზე, ინფექციის პროფილაქტიკა ქირურგიული ჩარევის დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი