რა დროს გამოიყენება ცეფობიდი?

ცეფობიდის გამოყენების ჩვენებებია: თერაპიული ჩვენებები ცეფობიდი გამოიყენება ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია მის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით: ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები. საშარდე გზების ზედა და ქვედა ნაწილების ინფექციები. პერიტონიტი, ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი და სხვა ინტრააბდომინური ინფექციები. სეპტიცემია. მენინგიტი. კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები. ძვლებისა და სახსრების ინფექციები. მენჯის ორგანოების ანთებითი დაავადებები, ენდომეტრიტი, გონორეა და სასქესო გზების სხვა ინფექციები. პროფილაქტიკა ნატრიუმის ცეფოპერაზონის მარილი ინიშნება პროფილაქტიკის მიზნით აბდომინალური, გინეკოლოგიური, გულ_სისხლძარღვთა სისტემაზე და ორთოპედიული ოპერაციების შემდგომი ინფექციების საწინააღმდეგოდ. კომბინირებული თერაპია ცეფობიდი შეიძლება იქნეს გამოყენებული კომბინირებული მკურნალობის დროს სხვა ანტიბიოტიკებთან ერთად, თუ ასეთი მკურნალობა ნაჩვენებია. ამინოგლიკოზიდებით მკურნალობისას რეკომენდებულია ჩატარდეს დაკვირვება თირკმლის ფუნქციაზე (იხ. თავი,,გამოყენების დოზები და მეთოდები”).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი