რა დროს გამოიყენება ცეფტაზი ჰუმანითი?

ცეფტაზი ჰუმანითის გამოყენების ჩვენებებია: ცეფტაზიდიმი ინიშნება მგრძნობიარე ორგანიზმებით გამოწვეული  ინფექციების სამკურნალოდ. ცეფტაზიდიმი  მისი ფართო  ანტიბაქტერიული სპექტრის გამო გამოიყენება მონოთერაპიის სახით პირველი რიგის მკურნალობისას, მგრძნობელობაზე ტესტის ჩატარების შემდეგ. მენინგიტის შემთხვევაში რეკომენდებულია  მკურნალობამდე მგრძნობელობის ტესტის პასუხის მიღება. იგი გამოიყენება სხვა ანტიბიოტიკების მიმართ (როგორიცაა ამინო გლიკოზიდები და ცეფალოსპორინები) რეზისტენტული ორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების სამკურანლოდ. შესაბამისობის შემთხვევაში, მისი უსაფრთხოდ გამოყენება შესაძლებელია  ამინო გლუკოზიდებსა ან სხვა ბეტა-ლაქტამურ ანტიბიოტიკებთან ერთად, მაგ. მწვავე ნეიტროპენიის დროს ან ანაერობების წინააღმდეგ მოქმედ ანტიბიოტიკებთან ერთად, როდესაც არსებობს bacteroidesfragilis-ზე ეჭვი (იხ. სიფრთხილის ზომები). ზოგადი მწვავე ინფექციები: სეპტიცემია, ბაქტერემია, პერიტონიტი, მენინგიტი, ინფექციები დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებში და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი პაციენტებში. სასუნთქი გზების ინფექციები: პნევმონია, ბრონქოპნევმონია, ინფიცირებული პლევრიტი,  ფილტვის აბსცესი, ინფექციური ბრონქიტი, ფილტვის ინფექციები ცისტური ფიბროზით დაავადებულ პაციენტებში. ყურის, ცხვირის და ყელის ინფექციები: ოტიტი, მასტოიდიტი, სინუსიტი და ყურის და ყელის  მძიმე ინფექციები. საშარდე გზების ინფექციები:  პიელონეფრიტი, თირკმლის აბსცესი. რბილი ქსოვილების ინფექციები: წითელი ქარი,  ცელულიტი, დაინფიცირებული დამწვრობები და ჭრილობები, მასტიტი და კანის წყლულები. კუჭ-ნაწლავის, სანაღვლე გზების და მუცლის ღრუს ინფექციები: ქოლანგიიტი, ქოლეცისტიტი, ინტრააბდომინალური აბსცესები, პერიტონიტი, დივერტიკულიტი, ენტეროკოლიტი, მშობიარობის შემდგომი და მენჯის ღრუს ინფექციები. ძვლის და სახსრების ინფექციები: ოსტეომიელიტი, სეპტიური ართრიტი და ინფიცირებული ბურსიტი. დიალიზი: ჰემო – ან პერიტონეალურ დიალიზთან ასოცირებული ინფექციების მკურნალობა და პროფილაქტიკა ამბულატორიული პერიტონეალური დიალიზის დროს. ქირურგიული ოპერაცია წინამდებარე ჯირკვალზე (ტრანსურეთრული რეზექცია).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი