რა დროს გამოიყენება ცეფტრიაქსონი?

ცეფტრიაქსონის გამოყენების ჩვენებებია: პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები: • ლორ-ორგანოების ინფექციები; • სასუნთქი გზების ინფექციები (პნევმონია, ბრონქიტი, ფილტვების აბსცესი, პლევრის ემპიემა); • შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები (პიელიტი, ცისტიტი, მწვავე და ქრონიკული პიელონეფრიტი, პროსტატიტი, გაურთულებული გონორეა და სქესობრივი გზით გამამცემი სხვა ინფექციები (რბილი შანკრი და სიფილისი)); • ჭრილობის ინფექციები, კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციური დაავადებები; • მენინგიტი; • ძვლებისა და სახსრების ინფექციები; • პერიტონიტი, ნაღვლის ბუშტის ანთება, კუჭ-ნაწლავის ინფექციები; • ინფექციური დაავადებები: ლაიმის დაავადება (სპიროქეტოზი), ტიფოზური ციებ-ცხელება, სალმონელოზი, სალმონელომტარებლობა. პრეპარატი გამოიყენება ქირურგიული ოპერაციების შემდეგ განვითარებული ინფექციების პროფილაქტიკისათვის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი