რა დროს გამოიყენება ცეფურო?

ცეფუროს გამოყენების ჩვენებებია: ცეფუროქსიმის აქსეტილი ინიშნება მის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ქვემოთ ჩამოთვლილი ინფექციების დროს: • ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, მათ შორის მწვავე ბრონქიტი, მწვავე ბრონქიტის გართულება, პნევმონია; • ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები, მათ შორის შუა ოტიტი, სინუსიტი, ტონზილიტი, ფარინგიტი; • შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები, მათ შორის პიელონეფრიტი, ცისტიტი, ურეთრიტი; • კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები, მათ შორის ფურუნკულოზი, პიოდერმია, იმპეტიგო; • გონორეა, მათ შორის მწვავე და გაურთულებელი გონოკოკური ურეთრიტი და ცერვიციტი; ლაიმის დაავადების მკურნალობა ადრეულ სტადიაში და დაავადების მოგვიანებითი გამოვლინებების შემდგომი პროფილაქტიკა მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ზევით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი