რა დროს გამოიყენება ციანოკობალამინი?

ციანოკობალამინის გამოყენების ჩვენებებია: ვიტამინი B12 – ის ნაკლებობით გამოწვეული ანემია, რომელიც არ სწორდება საკვების საშუალებით. ვიტამინი B12 – ის დეფიციტი შეიძლება დაკავშირებული იყოს შემდეგ დავადებებთან: – ჰიპერქრომული მაკროციტული მეგალობლასტური ანემია (პერნიციოზული ანემია, ბირმერის დაავავდება, ადისონის ანემია; ზემოხსენებული დაავადების დროს შესაძლებელია დარღვეული იყოს ერითროციტების მომწიფების პროცესი); – ფუნიკულარული მიელოზი (ზურგის ტვინის დაავადება), სისხლის ანალიზის შედეგად დიაგნოსტირებული ვიტამინი B12 – ის დეფიციტი შესაძებელია დაკავშირებული იყოს შემდეგ დაავადებებთან: – წლების განმავლობაში შეზღუდული საკვების მიღება (მაგალითად ვეგეტარიანული საკვები); – მალაბსორბცია (ნაწლავიდან ვიტამინი B12 – ის შეწოვის დარღვევა): – შინაგანი ფაქტორის (ცილა, რომელიც წარმოიქმნება კუჭის ლორწოვანში და საჭიროა ვიტამინი B12- ის აბსორბციისთვის) არასაკმარისი რაოდენობით წარმოქმნა; – მლივი ნაწლავის (წვრილი ნაწლავის ნაწილი) ტერმინალური ნაწილის დაავადება, მაგალითად სპრუ. – თევზის ჭია ან – ბრმა მარყუჟის სინდრომი (ნაწლავის ბლოკადა კუჭის ოპერაციის შედეგად). – ვიტამინი B12 – ის ტრანსპორტირების თანდაყოლილი დარღვევა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი