რა დროს გამოიყენება ციპრინოლი®?

ციპრინოლის გამოყენების ჩვენებებია: ინფუზიები ვენაში იმ შემთხვევებში გამოიყენება, როდესაც მკურნალობა პერორალურად შეუძლებელია. მკურნალობა ტარდება ციპროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების წინააღმდეგ: საშარდე გზების ინფექციები, შარდის გამოყოფის სისტემის ქვედა და ზედა ნაწილების გართულებული და გაურთულებელი ინფექციები, სასუნთქი გზების ინფექციები; პნევმონიები (პნევმოკოკურის გარდა), მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ბრონქოექტაზები, გამწვავებები ავადმყოფებში კისტოზური ფიბროზით (განსაკუთრებით, თუ გამღიზიანებელია P.aeruginosa); ყურის, ყელისა და ცხვირის ინფექციები; შუაყურის მწვავე ინფექცია, სინუსიტი, მასტოიდიტი გრამუარყოფითი მიკროორგანიზმებით დაინფიცირების დროს P.aeruginosa. მენჯის ორგანოების ინფექციები: ქალის სასქესო ორგანოების ინფექციები (სალპინგიტი, ენდომეტრიტი, ოოფორიტი, ტუბულური აბსცესი და მენჯის პერიტონიტი); აბდომინალური და ჰეპატობილიარული ინფექციები: პერიტონიტი, აბსცესები მუცლის ღრუში, ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი (კომბინაციაში მეტრონიდაზოლთან ან კლინდამიცინთან); ძვლებისა და სახსრების ინფექციები, ოსტეომიელიტი, სეფსისური ართრიტი; კანისა და სხვა რბილი ქსოვილების ინფექციები: ინფიცირებული წყლულები, ინფიცირებული ჭრილობები, აბსცესები, ცელულიტი, ინფიცირებული დამწვრობები; მძიმე სისტემური ინფექციები: სეფსისი, ინფექციები ნეიროპენიით დაავადებულ პაციენტებში (სხვა ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში); ბაცილამატარებლების S. typhi და სხვა სალმონელების მკურნალობა; ინფექციური დიარეები: თუ გამაღიზიანებლები არიან ენტეროტოქსიკური შტამები. E.coli და Campylobacter jejuni მიკრობების საწინააღმდენო თერაპია ნამდვილად საჭიროა; ინფექციების პროფილაქტიკა ქირურგიული ჩარევების დროს ძირითადად უროლოგიაში, გასტროენტეროლოგიაში (მეტრონიდაზოლთან კომბინაციაში) და ორთოპედიაში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი