რა დროს გამოიყენება ხოლუდექსანი?

ხოლუდექსანის გამოყენების ჩვენებებია: –           გაურთულებელი ნაღველკენჭოვანი დაავადება, როდესაც შეუძლებელია ქოლესტერინული ნაღვლის კენჭების მოცილება ნაღვლის ბუშტიდან ქირურგიული ან ენდოსკოპიური მეთოდებით; –           არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტი; –           მწვავე და ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტი; –           ღვიძლის ტოქსიკური დაზიანებები; –           ქრონიკული აქტიური ჰეპატიტი; –           ღვიძლის ალკოჰოლური დაზიანებები; –           ღვიძლის პირველადი ბილიარული ციროზი; –           პირველადი მასკლეროზებელი ქოლანგიტი; –           კისტოზური ფიბროზი (მუკოვისციდოზი); –           ღვიძლშიდა ნაღვლის სადინრების თანდაყოლილი ატრეზია; –           ქოლესტაზი პარენტერალური კვებისას; –           ბილიარული რეფლუქს-გასტრიტი და რეფლუქს-ეზოფაგიტი; –           ბილიარული დისპეფსიური სინდრომი; –           ნაღვლის სადინრების დისკინეზია;  პროფილაქტიკის მიზნით: –           ღვიძლის დაზიანებათა პროფილაქტიკა ჰორმონალური კონტრაცეპტივების გამოყენებისას ან ციტოსტატიკებით მკურნალობისას; –           ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოქმნის პროფილაქტიკა სიმსუქნით დაავადებულ პაციენტებში, სხეულის წონის სწრაფი დაკლების შემთხვევაში. 

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი