რენიტეკი – RENITEC ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

რენიტეკი –  ორსულებში რენიტეკი არ არის რეკომენდებული, ორსულობისას პრეპარატით მკურნალობა უნდა შეწყდეს. ორსულობის II და III ტრიმესტრში პრეპარატის მიღება ნაყოფის დაავადებას ან სიკვდილს იწვევს. კერძოდ, ვითარდება ჰიპოტენზია, თირკმლების უკმარისობა, ჰიპერკალიემია, თავის ქალას ჰიპოპლაზია; აგრეთვე ოლიგოჰიდრამნიონი, რომელიც თავის ქალას დეფორმაციას, ფილტვების ჰიპოპლაზიას და კიდურების კონტრაქტურას იწვევს. აღნიშნული მოვლენები არ ვითარდება რენიტეკის ორსულობის I ტრიმესტრში დანიშვნისას. ორსულობის დოს პრეპარატის გამოყენების აუცილებობის შემთხვევაში საჭიროა პერიოდული ულტრაბგერითი გამოკვლევა ოლიგოჰიდრამნიონის გამოსავლენად. ახალშობილები, რომელთა დედებიც ღებულობდნენ რენიტეკს, საჭიროებენ მეთვალყურეობას ოლიგურიის, ჰიპერკალიემიის და ჰიპოტენზიის გამო. ენალაპრილი აღწევს პლაცენტაში. მისი გამოდევნა ორგანიზმიდან შეიძლება პერიტონიული დიალიზით. რენიტეკი გადადის დედის რძეში, რის გამოც ლაქტაციის პერიოდში არ არის მიზანშეწონილი მისი  გამოყენება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი