რეპრეტინი / REPRETIN ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

რეპრეტინი – ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური სარგებელი დედისათვის აღემატება ნაყოფისათვის მიყენებულ ზიანს. თირკმლის ქრონიკული უკმარისობის ფონზე განვითარებული ანემიის მქონე, რეპროდუქციული ასაკის ქალებში პრეპარატის გამოყენებისას შე­საძ­ლე­ბე­ლია მენ­სტრუ­ა­ცი­ის განახლება. საჭიროა პაციენტის   გაფრთხილება და­ორ­სუ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბი­სა და თე­რა­პი­ის დაწ­ყე­ბამ­დე  კონ­ტრა­ცეპ­ცი­ის სა­ი­მე­დო საშუალებების გა­მო­ყე­ნე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ.  ვირ­თაგ­ვებსა და ბოც­ვრებ­ზე ჩა­ტა­რე­ბულ ექ­სპე­რი­მენ­ტულ კვლე­ვებში 500 ერთ/კგ-ზე სად­ღე­ღა­მი­სო დო­ზის ვენაში შეყ­ვა­ნი­სას ტერატოგენული მოქმედება არ  გამოვლენილა; უფ­რო მა­ღა­ლი დო­ზის გამოყენებისას აღი­ნიშ­ნა ფერ­ტი­ლო­ბის  სუს­ტი, სტა­ტის­ტი­კუ­რად უმ­ნიშ­ვნე­ლო შემცირება. ეპო­ე­ტინი ალ­ფას ქრო­ნი­კუ­ლი ტოქ­სიკუ­რო­ბის კვლე­ვი­სას (ვირ­თაგ­ვე­ბსა და ძაღ­ლე­ბზე) გა­მოვ­ლენილია ძვლის  ტვი­ნის ქსო­ვი­ლე­ბის სუბ­კლი­ნი­კუ­რი ფიბროზის გან­ვი­თა­რე­ბა. ძაღ­ლებ­ში  ჩა­ტა­რე­ბუ­ლი 13-კვი­რი­ა­ნი კვლე­ვის მსვლელობისას, კანქვეშ ან ვენაში პრეპარატის 80, 240 ან 520 ერთ/კგ/დღ დოზით შეყვანის შემდეგ, გან­ვი­თარ­და ძვლის ტვი­ნის  ჰი­პოპ­ლა­ზი­ის ნიშ­ნე­ბით ან მათ გარეშე მიმდინარე ანემია. ვინაიდან, ეპო­ე­ტინი ალ­ფა ადა­მი­ა­ნის გლიკოპროტეინია, მიჩნეულია, რომ ეს ცვლი­ლე­ბები შე­იძ­ლე­ბა გა­მოწ­ვია მის მიმართ გამომუშავებულ ან­ტის­ხე­უ­ლე­ბს. ანალოგიური მოვლენები ვლინდებოდა ვეტერინარულ პრაქტიკაში პრეპარატის გამოყენების ცალკეულ შემთხვევებშიც, რაც ახსნილი იყო ეპოეტინი ალფას მიმართ ანტისხეულების წარ­მოქ­მნით.  კან­ცე­რო­გე­ნუ­ლო­ბის კვლე­ვა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არ არის. ეპო­ე­ტინი ალ­ფა არ იწ­ვევს ბაქტერიებში გე­ნე­ბის მუ­ტა­ცი­ას (ეიმ­სის ტეს­ტი), ძუძუმწოვართა უჯ­რე­დებ­ში ქრომოსომულ აბე­რა­ცი­ებს, თაგ­ვებში მიკ­რო­ნუკ­ლიებს,  ასევე, HGRT ლო­კუს­ში  გე­ნე­ბის მუ­ტაიას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი