რითმოკარდი / RYTMOCARD ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

რითმოკარდი – რითმოკარდის გამოყენება კვების პროდუქტებთან და სასმელებთან: თუ რითმოკარდს იყენებთ, თავი შეიკავეთ გრეიფრუტის წვენის მოხმარებისაგან. მან შეიძლება გაზარდოს პროპაფენონის პლაზმური დონე.  ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ კონსულტაციისათვის ექიმს ან ფარმაცევტს.  პროპაფენონი პლაცენტარულ ბარიერს არღვევს, ამიტომ ორსულობის პერიოდში ამ სამკურნალო პრეპარატების გამოყენება შეიძლება მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, როცა მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აღემატება ნაყოფისათვის ზიანის მიყენების პოტენციურ რისკს. პროპაფენონი გამოიყოფა დედის რძესთან ერთად, ამიტომ მეძუძური დედის ამ პრეპარატით მკურნალობის საჭიროების შემთხვევაში ძუძუთ კვება უნდა შეწყდეს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი