სებივო® – SEBIVO® ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

სებივო® –  ორსულობა: არ არსებობს კლინიკური მონაცემები ტელბივუდინის მიღების შესახებ ორსულ პაციენტებთან. ცხოველებზე ჩატარებულმა გამოკვლევებმა არ აჩვენა რაიმე პირდაპირი ან ირიბი გავლენა ორსულობაზე, ემბრიონის/ნაყოფის განვითარებაზე, მშობიარობაზე ან პოსტნატალურ განვითარებაზე. სებივო გამოიყენება ორსულობის დროს, თუკი დედისათვის მკურნალობის წარმატება აღემატება შთამომავლობისათვის პოტენციურ რისკს. არ არსებობს მონაცემები დედიდან ახალშობილზე HVB-ის გადაცემაზე ტელბივუდინის ზეგავლენის შესახებ, ამიტომ საჭიროა შესაბამისი ღონისძიებების მიღება, რათა აცილებულ იქნას HVB ინფექციის პოსტნატალური გადაცემა. შვილოსნობის უნარის მქონე ქალები: სპეციალური მითითებები არ არსებობს. ლაქტაცია: ტელბივუდინი გამოიყოფა ვირთაგვების რძეში, ცნობილი არ არის, ექსკრეტირდება თუ არა ტელბივუდინი ქალის რძეში. ქალებმა რომლებიც ღებულობენ სებივოს, უნდა შეწყვიტონ ბავშვის ძუძუთი კვება. ფერტილობა: არ არსებობს კლინიკური მონაცემები ტელბივუდინის გავლენის შესახებ მამაკაცის ან ქალის ფერტილობაზე. რეპროდუქციული ტოქსიკურობის გამოკვლევებში არ დაფიქსირებულა ფერტილობის დარღვევა დედალ ან მამალ ვირთაგვებში სისტემური ექსპოზიციის  დროს, რომელიც 14-ჯერ აღემატება ასეთივეს ადამიანისათვის პრეპარატის თერაპიული დოზის გამოყენებისას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი