ფლუკონაზოლი ABC / Fluconazolo ABC ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ფლუკონაზოლი ABC –  არ არსებობს ადექვატურად კონტროლირებადი კლინიკური კვლევები ორსულ ქალებში. ახალშობილებში, რომელთა დედებსაც აღენიშნებოდათ კოკციდიომიკოზი და მკურნალობდნენ ფლუკონაზოლის მაღალი დოზებით (400-800მგ/დღეში) ≥ 3თვის განმავლობაში, აღინიშნა მრავლობითი კონგენიტალური ანომალიები. ფლუკონაზოლის გამოყენებასა და ამ მოვლენებს შორის კავშირი გაურკვეველია. ცხოველების რეპროდუქციულ კვლევებში გამოჩნდა ნაყოფის დედის ტოქსიურობასთან დაკავშირებული დაზიანება – მხოლოდ პრეპარატის მაღალი დოზების გამოყენებისას, მაგრამ არ გამომჟღავნებულა, როდესაც პრეპარატი გამოიყენებოდა დოზით 5-10მგ/კგ. ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება უნდა იყოს შეზღუდული და მოხდეს მხოლოდ მძიმე სოკოვანი ინფექციებისას, როდესაც ექიმის აზრით პოტენციური სარგებელი აჭარბებს პოტენციურ საფრთხეს (იხ.უკუჩვენება). ფლუკონაზოლის დონე, რომელიც აღინიშნება დედის რძეში, პლაზმის დონის მსგავსია, აქედან გამომდინარე პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის დროს რეკომენდებული არ არის (იხ.უკუჩვენება). ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე რჩევა ჰკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი