ფტოროკორტი / FTOROCORT ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ფტოროკორტი – გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში ორსულობა ფტოროკორტის მალამო არ უნდა გამოიყენოთ ორსულობის პირველ ტრიმესტრში, შემდგომ მისი გამოყენება შესაძლებელია მოსალოდნელი სარგებლის და შესაძლო რისკის გულმოდგინე შეფასების შემდეგ. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში აღინიშნა ფეტოტოქსიური ეფექტები (ტერატოგენობა, ემბრიოტოქსიურობა). არსებობს არასაკმარისი მტკიცებულება ორსულობისას გამოყენების უსაფრთხოების შესახებ ადამიანებში.  ორსულ ცხოველებში კორტიკოსტეროიდების ადგილობრივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის განვითარების პათოლოგიები, სასის ნაპრალის და საშვილოსნოსშიდა განვითარების შეფერხების ჩათვლით. შესაბამისად, ადამიანის ნაყოფის ორგანიზმში არსებობს ასეთი ეფექტების ძალიან მცირე რისკი.   ორსულობისას გლუკოკორტიკოიდების ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება და პლაზმის კლირენსი ახალშიბილებში უფრო დაბალია, ვიდრე ბავშვებში და მოზრდილებში.  ძუძუთი კვების პერიოდი სისტემური გლუკოკორტიკოიდები ექსკრეტირდებიან ქალის რძეში და შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინონ ახალშობილებში თირკმელზედა ჯირკვლის ქერქზე და გამოიწვიონ არასასურველი ეფექტები, როგორიცაა ზრდის დათრგუნვა. ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში, პრეპარატი არ უნდა წაისვათ კანის დიდ ზედაპირზე (20% მეტი), ოკლუზიური ნახვევის ქვეშ და 2-3 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში. ხანგრძლივი, ან მაღალი დოზებით მკურნალობის აუცილებლობისას, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი