ცისპლატინი / CISPLATIN ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ცისპლატინი –  გამოყენება ორსულობის დროს: კატეგორია დ. ცისპლატინი მუტაგენური აღმოჩენილია ბაქტერიულ კულტურებში და აპროდუცირებს ქრომოსომურ აბერაციებს ცხოველების ქსოვილების უჯრედებში. თაგვებში ცისპლატინი ტერატოგენური და ემბრიოტოქსიურია და მისი გამოყენება ორსულ ქალებში რეკომენდებული არ არის. რეპროდუქციული ასაკის ქალებმა უნდა გამოიყენონ ანდექვატური კონტრაცეპტივები და ცისპლატინი უნდა გამოიყენონ მხოლოდ მაშინ თუ პოტენციური სარგებელი აჭარბებს რისკს.  თუ პაციენტი დაორსულდება პრეპარატის მიღების პერიოდში იგი უნდა გააფრთხილონ ნაყოფისთვის საფრთხის შესახებ.  გამოყენება ლაქტაციის დროს: უცნობია გამოიყოფა თუ არა ცისპლატინი რძეში. თუმცა ახალშობილისთვის პოტენციური რისკის გამო რეკომენდებულია ძუძუთი კვების შეწყვეტა ცისპლატინით მკურნალობის დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი