ჰელიმონი / HELIMON ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ჰელიმონი –  ორსულობის პერიოდში ჰელიმონის გამოყენების შესახებ ადექვატური მონაცემები არ არსებობს. ცხოველებზე ჩატარებულ ექსპერიმენტულ კვლევებში პრეპარატი ტოქსიკურ ზემოქმედებას ახდენდა რეპროდუქციულ ფუნქციაზე. ამის გამო ჰელიმონი ორსულობის პერიოდში ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისათვის მოსალოდნელ რისკს.  რეპროდუქციული ასაკის ქალები ჰელიმონის გამოყენებისას უნდა სარგებლობდნენ კონტრაცეფციის ადექვატური მეთოდებით. ჰელიმონის დედის რძეში გადასვლის შესახებ მონაცემები არ არსებობს. თუმცა ექსპერიმენტული კვლევებით დადგენილია, რომ თაგვებში პრეპარატი გადადის რძეში. შესაბამისად, ჰელიმონით მკურნალობისას ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი