იცით ნეოცეფს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნეოცეფის გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი მოვლენები როგორც ყველა მედიკამენტი, ცეფიქსიმ ნეოსეფსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ესენი არ ვლინდება ყველა ადამიანში. ცეფიქსიმი ჩვეულებრიც ძალიან კარგად აიტანება, როგორც მოზრდილებში ისე ბავშვებში. გვერდითი მოვლენების უდიდესი ნაწილი საშუალო სიძლიერის და გარდამავალია. ჰიპერმგრძნობელობა: 0,1%-ზე ნაკლებ პაციენტებში შესაძლოა გამოიწვიოს შოკი და შესაძლო ანაფილაქსიური რეაქციები (ქოშინი, ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება და ა.შ.). იშვიათად, შესაძლოა გამოვლინდეს გამონაყარი, ერითემა, ქავილი, სიცხე და შეშუპება. დერმატოლოგიური: 0,1%-ზე ნაკლებ პაციენტებში შესაძლოა გამოიწვიოს დერმატოლოგიური რეაქციები, როგორიცაა სტივენს-ჯონსის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი). ჰემატოლოგიური: 0,1%-ზე ნაკლებ პაციენტებში შესაძლოა გამოიწვიოს ჰემატოლოგიური რეაქციები, როგორიცაა აგრანულოციტოზი, ჰემოლიზური ანემია, თრომბოციტოპენია. შესაძლოა გამოვლინდე ეოზინოფილია და გრანულოციტოპენია. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, შეიძლება მოხდეს პანციტოპენია, სხვა ცეფალოსპორინებთან ერთად. თირკმლის: 0,1%-ზე ნაკლებ პაციენტებში შესაძლოა გამოიწვიოს თირკმლის მწვავე უკმარისობა. შეიძლება აღინიშნოს აზოტოვნი ნაერთების გაზრდა. კუჭ-ნაწლავის: 0,1%-ზე ნაკლებ პაციენტებში შესაძლოა გამოიწვიოს ფსევდომემბრანული კოლიტი. შეიძლება აღინიშნოს დიარეა, დისპეფსია, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, ანორექსია, მუცლის შებერილობის შეგრძნება და შეკრულობა. ღვიძლის: შესაძლოა სიყვითლე გამოვლინდეს. შესაძლოა აღინიშნოს ალტ და ასტ-ს ზრდა. სასუნთქი: 0,1%-ზე ნაკლებ პაციენტებში აღწერილ იქნა ინტერსტიციული პნევმონიის შემთხვევები. საშარდე და სასქესო სისტემის მხრივ: კანდიდოზი, სასქესო ორგანოს ქავილი, ვაგინიტი. ფსიქო-ნევროლოგიური: თავის ტკივილი და თავბრუსხვევა. სხვა არასასურველი გვერდითი მოვლენები: იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს ართრალგია. ასევე იშვიათად, შესაძლოა K ვიტამინის დეფიციტის (ჰიპოპროთრომბინემია) და ვიტამინი B-ს დეფიციტის (გლოსიტი, სტომატიტი, ანორექსია, ნევრიტი და ა.შ.) ნიშნები გამოვლინდეს. თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გამწვავდა ან გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა რომელიც მითითებული არ არის ამ ბროშურაში, შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები