ფოლის მჟავას გამოყენების ჩვენებებია: ფოლიუმის მჟავას დეფიციტით გამოწვეული მაკროციტული ჰიპერქრომული ანემია. რიგი პათოლოგიური მდგომარეობის კომბინირებული თერაპია, როგორიცაა: სამკურნალო პრეპარატებითა და რადიაქტიური (მაიონიზებელი) დასხივებით გამოწვეული ანემია და ლეიკოპენია; სპრუ; ქრონიკული გასტროენტერიტები; ნაწლავის ტუბერკულოზი; ფოლიუმის მჟავას დეფიციტის პროფილაქტიკა ორგანიზმში (ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდების ჩათვლით). დოზირების რეჟიმი სამკურნალო მიზნით ზრდასრულებში დღეღამეში 5 მგ უნიშნავენ: ბავშვებში – შემცირებულ დოზებში ასაკის მიხედვით. მკურნალობის კურსი 20-30 დღეა. ფოლიუმის მჟავას დეფიციტის პროფილაქტიკის მიზნით დღეღამეში 20-50 მკგ იღებენ. ორსულობაში – 400 მკგ დღეღამეში, ლაქტაციის პერიოდში – 300 მკგ/დღეში.
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი