გაცივების და ალერგიის საწინააღმდეგო წამლები. წამლები, რომელთა ერთად მიღებაც არ შეიძლება

ანტიჰისტამინური პრეპარატები – ყველაზე გავრცელებული ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებებია. ისინი ამცირებენ ჰისტამინის გამოთავისუფლებას, რომელიც იწვევს ალერგიის ყველა უსიამოვნო ეფექტს: ქავილი, სიწითლე, ცრემლდენა და სხვა. ანტიჰისტამინური პრეპარატები კი ეფექტურად აღმოფხვრიან ყველა ამ სიმპტომს.

გაცივების საწინააღმდეგო პრეპარატები შეიცავენ რამოდენიმე მოქმედ ნივთიერებას. როგორ წესი, ესენია:

  1. პარაცეტამოლი – თავის ტკივილის მოსახსნელად და ტემპერატურის დასაქვეითებლად.
  2. ნივთიერება სისხლძარღვების შესავიწროვებლად, რათა შემცირდეს ცხვირის ლორწოვანის შეშუპება, ამ გზით კი გამონადენი.
  3. ანტიჰისტამინური პრეპარატი – მოცემულ შემთხვევაში ის ამცირებს ანთებითი რეაქციის მოვლენებს (ცემინება, ცრემლდენა და ა.შ)

ამგვარად, ეს პრეპარატები საკმაოდ ეფექტურად აღმოფხვრიან სურდოსა და გრიპის სიმპტომებს. თუმცა ვირუსს არ ებრძვიან, ეს არ უნდა დაგავიწყდეთ!

გახსოვდეთ! ეს პრეპარატები – არ არის უბრალოდ „გემრიელი ჩაი“! ადვილია მათით ზედოზირება. არ არის რეკომენდებული დღეში 4 პაკეტზე მეტის მიღება.

რატომ არის მათი კომბინაცია საშიში?

ალერგიისა და გაცივების საწინააღმდეგო წამლების შემადგენლობაში შედის ანტიჰისტამინური პრეპარატები.

ამ წამლების გვერდითი ეფექტი არის – ძილიანობა. ამიტომ, ორივეს ერთდროულად მიღების შემთხვევაში რისკავთ, რომ მთელი დღით დაკარგოთ  მხნეობა.

გარდა ამისა, ასეთი პრობლემა შეიძლება გახდეს დიდი საფრთხის მიზეზი, თუ ატარებთ მანქანას.

როგორ მოვიქცეთ

თუ იღებთ გაცივების საწინააღმდეგო წამლებს, დროებით უარი თქვით ანტიჰისტამინური პრეპარატების მიღებისგან ან მიიღეთ მეორე-მესამე თაობის პრეპარატები (ტელფასტი, ერიუსი, კლარიტინი და სხვა), რომლებიც ნაკლებად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე.

https:// www. zdorovieinfo. ru/ exclusive/smertelnye-pary-lekarstva-kotorye-nelzya-prinimat-vmeste/
გადასვლა >> პრეპარატების თავსებადობა