რა დროს გამოიყენება პამბა?

პამბაგამოყენების ჩვენებები: – სისხლდენა ქირურგიული ჩარევისა და პათოლოგიური მდგომარეობის დროს, რომელიც მიმდინარეობს სისხლის მომატებული ფიბრინოლიტური აქტიობით (ნეიროქირურგიული, მუცლის ღრუს, თორაკალური, გინეკოლოგიური და უროლოგიური ოპერაციებისას, მათ შორის, წინამდებარე ჯირკვალზე, ფილტვებზე, კუჭქვეშა ჯირკვალზე; ტონზილექტომიისას, სტომატოლოგიური ჩარევის შემდეგ,ხელოვნური სისხლის მიმოქცევის აპარატის გამოყენებისას ოპერაციის დროს); – სამეანო პრაქტიკაში – საშვილოსნოდან სისხლდენა, საშვილოსნოს შენელებული ინვოლუცია, სამედიცინო აბორტი, პლაცენტის ხელით გამოყოფა, პლაცენტის ნაადრევი აშრევება, ნაყოფის საშვილოსნოშიგა სიკვდილი, ამნიონური სითხის ემბოლია. – ცხვირიდან სისხლდენა, სისხლდენა დამწვრობისას, სხვადსხვა გენეზის შოკის დროს; სეფსისი, ლეიკოზი, მწვავე პანკრეატიტი, კუჭზე მეტასტაზები, ღვიძლის დაავადებები, კუჭისა და 12–გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება. – ჰემორაგიული მდგომარეობა გამოწვეული სხივური დაავადებით; ჰიპოკოაგულაცია (ჰემოფილია, ვერლჰოფის დაავადება, ვილებრანდ–იურგენსის სინდრომი), თრომბოჰემორაგიული სინდრომის ჰიპოკოაგულაციურ ფაზაში სისხლდენა, ჰემორაგიული დიათეზი(თრომბოციტოპენია). ანტიკოაგულანტებისა და ფიბრინოლიტური საშუალებების გადაჭარბებისას (სტრეპტოკინაზა, უროკინაზა), ტრანსფუზიული გართულებები და სხვა მდგომარეობები, რომელიც მიმდინარეობს ფიბრინოლიზის აქტიობით; – გრიპის ეთიოტროპული მკურნალობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი