იცით კორტოპს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კორტოპის გვერდითი მოვლენებია:  გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ბრადიკარდია (ნაკლები 55 დარტყმა/წთ), ორთოსტატული ჰიპოტენზია; იშვიათად – გულის წასვლა (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში), AVბლოკადა (დოზის შერევისას), პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევები (კიდურების გაცივება), შეშუპება, მკერდის არეში ტკივილი. ცნს-ის და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, სისუსტე (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში); იშვიათად – დეპრესია, ძილის დარღვევა, პარესთეზიები. სასუნთქი სისტემის მხრივ: ქოშინი, ბრონქოსპაზმი (წინასწარგანწყობილ პაციენტებში); საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის არეში ტკივილი; იშვიათად – ყაბზობა, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის ცვლილებები. სისხლმბადი სისტემის მხრივ ერთეულ შემთხვევაში – თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია. ნივთიერებათა ცვლის მხრივ: იშვიათად – ჰიპერგლიკემია, ჰიპერქოლესტერინემია, წონაში დაკლება. ალერგიული რეაქციები: იშვიათად – ეგზანთემა, ჭინჭრის ციება, ქავილი. შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: დიზურია. სხვადასხვა: მიალგია, ართრალგია, პირის სიმშრალე, ცრემლის გამომუშავების დაქვეითება. მძიმე გვერდითი მოვლენების გამოვლინების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის დოზის შემცირება ან მოხსნა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები