რელანტანის გამოყენების ჩვენებებია: პროგესტერონის დეფიციტთან დაკავშირებული მდგომარეობები, მათ შორის: პერორალური მიღებისათვის: ლუთეინური უკმარისობით გამოწვეული უნაყოფობა; მენსტრუალური ციკლის დარღვევები, ასოცირებული ოვულაციის დარღვევასთან ან ანოვულაციასთან; მეორადი ამენორეა;
პრემენსტრუალური სინდრომი; ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათია; პრემენოპაუზა; მენოპაუზური და პოსტმენოპაუზური პერიოდის ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია (ესტროგენულ პრეპარატებთან კომბინაციაში); ინტრავაგინალური გამოყენებისათვის: ლუთეინური ფაზის შენარჩუნება ექსტრაკორპორალური განაყოფიერებისათვის მზადების დროს; ლუთეინური ფაზის შენარჩუნება სპონტანური ან ინდუცირებული მენსტრუალური ციკლის დროს; ლუთეინური უკმარისობით განპირობებული უნაყოფობა;
ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპია პროგესტერონის სრული დეფიციტის დროს საკვერცხეების არაფუნქციონირების ან არარსებობისას (კვერცხუჯრედის დონორობა); ნაადრევი მენოპაუზა; ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპია (ესტროგენულ პრეპარატებთან კომბინაციაში); პროგესტერონის უკმარისობით გამოწვეული ჩვეული ან მოსალოდნელი აბორტის პროფილაქტიკა; საშვილოსნოს მიომის პროფილაქტიკა;
ენდომეტრიოზის პროფილაქტიკა.
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი