რიგევიდონის უკუჩვენებებია: არ შეიძლება კომბინირებული პერორალური პრეპარატების გამოყენება ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადებების და მდგომარეიბების დროს. თუ ასეთი დაავადება ან მდგომარეობა პერორალური კონტრაცეციული საშუალებების გამოყენებისას ვლინდება პირველად, პრეპარატის გამოყენება სასწრფოდ უნდა შეწყდეს. • ვენური თრომბოემბოლია ან მისი არსებობა ანამნეზში (მაგალითად, ღრმა ვენების თრომბოზი, ფილტვის არტერიის თრეომბოემბოლია) რისკ-ფაქტორებით ან მათ გარეშე (იხილე 4.4 თავი) • არტერიული თრომბოემბოლია ან მისი არსებობა ანამნეზში, კერძოდ მიოკარდიუმის ინფარქტი და ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლა (იხილე 4.4 თავი). • ვენური ან არტერიული თრომბოზის სერიოზული ან მრავლობითი რისკ-ფაქტორების არსებობა (იხილე 4.4 თავი) • თრომბოზის წინამორბედების არსებობა ანამნეზში (მაგალითად, ტვინის სისხლის მიმოქცევის გარდამავალი მოშლა ან სტენოკარდია); • გულ-სისხლძარღვთა დაავადებები (მაგალითად, გულის, გულის სარქველების დაავადება და არითმიები) • მძიმე არტერიული ჰიპერტენზია • შაქრიანი დიბეტი მიკრო – და მაკროანგიოპათიების გამოხატულებით., • სისხლძარღვოვანი ეტიოლოგიის მხედველობის დარღვევა • სარძევე ჯირკვლის და სასქესო ორგანოების დიაგნოსტირებული ან საეჭვო ჰორმონდამოკიდებული ავთვისებიანი სიმსივნეები. • ღვიძლის სერიოზული დაავადებები ან მათი არსებობა ანამნეზში (<<ღვიძლის>> ფუნქციონალური ტესტების მაჩვენებლების ნორმალიზაციამდე) • ღვიძლის სიმსივნეები ან მათი არსებობა ანამნეზში (კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი) • უცნობი ეტიოლოგიის ვაგინალური სიხდლენა. • შაკიკი კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომატიკით • ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი 2. სამკურნალო პრეპარატები