Author Archives: preparatebi

იცით ლანსოპრაზოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლანსოპრაზოლის გვერდითი მოვლენებია: კუჭნაწლავის ტრაქტი: დიარეა, იშვიათად მადის მომატება ან შემცირება, გულისრევა, ტკივილი კუჭში, ყაბზობა. ნერვული სისტემა: თავის ტკივილი, ძილიანობა. კანი: იშვიათად გამონაყარი, ანგიოდემა, ზოგჯერ ინტერსტიციული ნეფრიტი, ღვიძლის დისფუნქცია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით არისეპტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

არისეპტის გვერდითი მოვლენებია:  კლინიკური კვლევების დროს (350 პაციენტი) დადგენილ იქნა, შემდეგი სიმპტომების გამო პრეპარატის მიღების შეწყვეტის საჭიროება: გულისრევის შეგრძნება (1-3%), დიარეა (1-3%) და პირღებინება (1-2%). სხვა დანარჩენი სიმპტომები გამოვლინდა პაციენტთა 5%-ში, რაც ატარებდა მოსალოდნელ ქოლინომიმეტურ ხასიათს და არ საჭიროებდა დოზის შეცვლას: გულისრევა, პირღებინება, დიარეა, კუნთების სპაზმი, დაღლილობა, ანორექსია. გვერდითი მოვლენების სიხშირე არ იყო დამოკიდებული პრეპარატის დოზაზე (5 მგ ან 10 მგ დღეში.) კლინიკური კვლევების დროს (1700 პაციენტი მსოფლიოში) აღწერილია აგრეთვე სხვა გვერდითი ეფექტები:საერთო ხასიათის: თავის ტკივილი, დაღლილობა, ცხელება, სახის შეშუპება. კარდიოვასკულური სისტემის მხრივ: ჰიპერტენზია ან ვაზოდილატაცია, წინაგულოვანი ფიბრილაცია, ჰიპოტენზია, მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის ბლოკადა, სტენოკარდია, გულის უკმარისობა, თრომბოზები, ტაქიკარდია. გასტროინტესტინური ტრაქტის მხრივ: დიარეა, სისხლდენა, მეტეორიზმი, ეპიგასტრული ტკივილი, გასტროენტერიტი, ქოლელითიაზი, ყელის ტკივილი, ბუასილი, პოლიდიფსია, სიყვითლე, მელენა, წყლულოვანი დაავადება. ენდოკრინკული სისტემის მხრივ: შაქრიანი დიაბეტი, ჩიყვი. მეტაბოლური დაავადებების მხრივ: დეჰიდრატაცია, პოდაგრა, ჰიპოკალიემია, კრეატინკინაზას და ლაქტატ დეჰიდროგენაზას აქტივობის მომატება, ჰიპერგლიკემია, წონის მომატება. საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ: ძვლების მოტეხილობა, კუნთების სისუსტე, კუნთების ფასციკულაცია. ნერვული სისტემის მხრივ: უძილობა, ძილიანობა, დეპრესია, თავბრუსხვევა, ჰალუცინაციები, ტრემორი, პარესთეზია, აჟიტირება, აგრესია, ატაქსია, ლიბიდოს ზრდა, მოუსვენრობა, აფაზია, ინსულტი, ტრანზიტორული იშემიური ინსულტი, ნევრალგია, ჰიპოკინეზია, ნეიროდერმატიტი, ლოკალური დაბუჟება, დიზართრია, დისფაზია, ლიბიდოს დაქვეითება, მელანქოლია, ნისტაგმი. რესპირატორული სისტემის მხრივ: ქოშინი, ყელის ტკივილი, ბრონქიტი, ეპისტაქსისი, პნევმონია, ჰიპერვენტილაცია, ფილტვების შეშუპება, ჰიპოქსია, ფარინგიტი, ფილტვის ატელექტაზი, ძილში აპნოე. კანის მხრივ: პრურიტუსი, დიაფორეზი, ურტიკარია, დერმატიტი, ერითემა, კანის შეფერილობა ჰიპერკერატოზი, ალოპეცია, სოკოვანი დერმატიტი, ჰერპეს ზოსტერი, ჰირსუტიზმი, სტრიები, ღამის ოფლიანობა, წყლული. მგრძნობელობითი ორგანოების მხრივ: კატარაქტა, თვალების გაღიზიანება, მხედველობის დაბინდვა, თვალის სიმშრალე, გლაუკომა, შუილი ყურებში, ბლეფარტი, სმენის დაქვეითება, რეტინალური და კონიუნქტივში სისხლჩაქცევები, ოტიტი, ლაქები მხედველობის არეში. უროგენიტალური ტრაქტის მხრივ: შარდის შეუკავებლობა დღისით და ღამით, დიზურია, ჰემატურია, მეტრორაგია, ცისტიტი, ენურეზი, პროსტატის ჰიპერტროფია, პიელონეფრიტი, სარძევე ჯირკვლის ფიბროადენოზი და ფიბოცისტოზი, მასტიტი, პიურია, თირკმელების უკმარისობა, ვაგინიტი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დინამოგენს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დინამოგენის გვერდითი მოვლენებია:  ციპროჰეპტადინის ალფა-კეტოგლუტარატმა შეიძლება გამოიწვიოს მსუბუქი ძილიანობა, რომელიც როგორცწესი რამდენიმე დღეში თავისით გაივლის. ეს გათვალისწინებული უნდა იყოს ტრანსპორტის მართვის და მსგავსი პოტენციურად  საშიში მოქმედებებისშესრულების დროს, რომლებიც საჭიროებენ სწრაფ ფსიქიურ და მოძრაობით რეაქციებს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ლატენსინ D6 ამპულები (ნატუროპათი)-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლატენსინ D6 ამპულები (ნატუროპათი)-ის გვერდითი მოვლენებია: Latensin-ი ზოგადად, კარგი ამტანობით ხასიათდება. ზოგიერთ შემთხვევაში ინექციის ადგილზე აღინიშნება სიწითლე, რომელიც სპეციალური მკურნალობის გარეშე, თავისთავად სწრაფად ქრება. ასეთი რეაქცია შეიძლება შევაფასოთ არა როგორც გვერდითი მოქმედება, არამედ როგორც მისი ეფექტურობის გამოვლენა უკუჩვენებები ცხელება, დასუსტებული მდგომარეობა

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ლეკოკლარს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლეკოკლარის გვერდითი მოვლენებია:  ისევე როგორც სხვა მედიკამენტებს, ლეკოკლარსაც გააჩნია გვერდითი მოვლენები. თუ პაციენტს გამოუვლინდა ან ეჭვობს, რომ გამოუვლინდა გვერდითი მოვლენები, დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს თავის მკურნალ ექიმს. გვერდითი მოვლენების უმრავლესობა ზომიერი ხასიათისაა და გარდამავალია. ხშირი გვერდითი მოვლენები (1/10-ზე იშვიათად, მაგრამ 1/100-ზე ხშირად): აბდომინალური დარღვევები (დიარეა, გულისრევა, დისპეფსიური მოვლენები, მუცლის ტკივილი, ღებინება, სტომატიტი, გლოსტი, გემოს დარღვევა, ენის და კბილის ფერის გარდამავალი შეცვლა); თავის ტკივილი; შრატში სისხლის აზოტის მომატება. არც ისე ხშირი გვერდითი მოვლენები (1/100-ზე იშვიათად, მაგრამ 1/1000-ზე ხშირად), ჰემატოლოგიური პარამეტრების გარდამავალი ცვლილებები (ლეიკოციტების შემცირებული რაოდენობა, ეოზინოფილების მომატებული რაოდენობა, გლოსიტი, გემოს დარღვევა, ენის და კბილების ფერის გარდამავალი შეცვლა); თავის ტკივილი. პროთრომბინის დროის და შრატის კრეატინინის დონის გაზრდა, ღვიძლის ფერმენტების გარდამავალი მომატება. იშვიათი გვერდითი მოვლენები (1/100-ზე იშვიათად, მაგრამ 1/1000-ზე ხშირად): ღვიძლის ფერმენტების გარდამავალი ცვლილებები; ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (გამონაყარი კანზე, ურტიკარია, ანაფილაქსია); ყურების შუილი.; ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (1/100-ზე იშვიათად): ჰემატოლოგიური პარამეტრების გარდამავალი ცვლილება (თრომბოციტების და ნეიტროფილების შემცირებული რაოდენობა), მძიმე ალერგიული რეაქციები (სტივენს-ჯონსის სინდრომი), შიში, უძილობა, ვიზუალური ჰალუცინაციები, დაბინდული გონება, ღამის კოშმარები, ფსიქოზი, მანია, თავბრუსხვევა, სმენის გარდამავალი დაქვეითება (რაც უფრო ხშირია ხანდაზმულ ქალებში), გახანგრძლივებული QT ინტერვალი, არითმიები (ვენტრიკულური ტაქიკარდიის და ტორსადეს-დე პოინტეს სახით), ფსევდომემბრანული კოლიტი, პანკრეატიტი, ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები ქოლესტაზურ სიყვითლესთან ერთად ან მის გარეშე, კუნთების და სახსრების გახანგრძლივებული ტკივილი, ნეფროტოქსიკურობა. შესაძლებელია განვითარდეს ჰიპოგლიკემია იმ პაციენტებში, ვინც ღებულობს ჰიპოგლიკემიურ პრეპარატებს და ინსულინს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით რელივორა კომპლექს ამპულები (ნატუროპათი)-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რელივორა კომპლექს ამპულები (ნატუროპათი)-ის გვერდითი მოვლენებია: ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა განვითარდეს მომატებული მგრძნობელობის რეაქციები: კანზე გამონაყარი, ქავილი, სახის შეშუპება, ქოშინი, თავბრუსხვევა და/ან არტერიული წნევის ვარდნა

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ლარიფან სუპოს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლარიფან სუპო გვერდითი მოვლენებია:    არასასურველი გვერდითი მოვლენები გამოვლენილი არ არის.   ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდებში გამოყენება: არ არის რეკომენდებული ჰერპეს ინფექციის მკურნალობის კურსი ორსულობის დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ომეპრაზოლი EMს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ომეპრაზოლი EM გვერდითი მოვლენებია: იშვიათ შემთხვევებში, შეიძლება აღინიშნოს ქვემოთ ჩამოთვლილი, ჩვეულებრივ შექცევადი ხასიათის, გვერდითი მოვლენები: საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დიარეა ან ყაბზობა, გულისრევა, პირღებინება, მეტეორიზმი, მუცლის ტკივილი, პირის სიმშრალე, გემოს დარღვევა, სტომატიტი, პლაზმაში ღვიძლის ფერმენტების დონის ტრანზიტორული მომატება; გადატანილი ღვიძლის მძიმე დაავადებების მქონე პაციენტებში – ჰეპატიტი (მათ შორის სიყვითლით), ღვიძლის ფუნქციის დარღვევა. ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, აგზნება, ძილიანობა, უძილობა, პარესთეზიები, დეპრესია, ჰალუცინაციები; მძიმე თანმხლები სომატური დაავადებების მქონე პაციენტებში, ადრე ღვიძლის მძიმე დაავადებების მქონე პაციენტებში – ენცეფალოპათია. საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ: კუნთების სისუსტე, მიალგია, ართრალგია. სისხლმბადი სისტემის მხრივ: ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია; ცალკეულ შემთხვევებში – აგრანულოციტოზი, პანციტოპენია. კანის საფარის მხრივ: ქავილი

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით პრეპარეიშენ ჰ-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პრეპარეიშენ ჰ-ის გვერდითი მოვლენებია: : ალერგიული რეაქციები, ადგილობრივი რეაქციები (ჰიპერემია, ანუსის მიდამოს ქავილი).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ოკომისტინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ოკომისტინის გვერდითი მოვლენებია: შესაძლებელია ალერგიული რეაქციები. ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს მსუბუქი წვის შეგრძნება, დისკომფორტი, რომლებიც გაივლის თავისთავად 15-20 წუთში და პრეპარატის მოხსნას არ საჭიროებს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები