Author Archives: preparatebi

ვაზოსერკი – VASOSERC ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ვაზოსერკი –  მიუხედავად იმისა, რომ ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტულმა კვლევებმა აჩვენა ბეტაჰისტინის მაღალი დოზების ტერატოგენური ეფექტის არ არსებობა, ორსულებში მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

გამაქსონი / GAMAXON ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

გამაქსონი –  ცეფტრიაქსონი გაივლის პლაცენტურ ბარიერს, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში მისი გამოყენების დროს საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ფემილექსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფემილექსის გვერდითი მოვლენებია: ალერგიული რეაქციები, ქავილი, ერთეულ შემთხვევაში ქავილი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

პანტო-დენკი 40 / Panto-Denk 40 ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

პანტო-დენკი 40 – ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.  კლინიკური გამოცდილება ორსულ ქალებში მცირეა. არ არის ცნობილი გადადის თუ არა აქტიური ნივთიერება დედის რძეში. ამის გამო მთელი ორსულობის განმავლობაში და ლაქტაციის პერიოდში პანტო-დენკ 40 შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მკურნალი ექიმი დარწმუნებულია, რომ დედის სარგებელი აჭარბებს ნაყოფის ან ახალშობილის მოსალოდნელ რისკს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ამიოდარონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ამიოდარონის გვერდითი მოვლენებია: გულისრევა, სიმძიმის შეგრძნება ეპიგასტრიუმში, ბრადიკარდია, შეფერხება ატრიო-ვენტრიკულურ გამტარებლობაში, კანზე ალერგიული რეაქციები, უვეიტი, ფოტოსენსიბილიზაცია; ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში. იშვიათად, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაში გადახრები შეიძლება გამოვლინდეს (ჰიპოთირეოზი, ჰიპერთირეოზი); მოსალოდნელია აგრეთვე პერიფერიული ნეიროპათიები, პნევმონიტი, ალვეოლიტი, კანის პიგმენტაცია, რქოვანაში მოყვითალო ცხიმოვანი გროვების გაჩენა, დარღვევები ღვიძლის ფუნქციებში. პარენტერალური მიღების შემთხვევაში (ვენაში შეყვანა) მოსალოდნელია აგრეთვე სიმხურვალის შეგრძნება, ოფლიანობა, არტერიული ჰიპოტენზია, არითმოგენური ეფექტი, ბრონქოსპაზმი, აპნოე (მძიმე სუნთქვითი უკმარისობის პირობებში), ქალასშიდა წნევის მატება; ადგილობრივად – ფლებიტი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ოქსაზეპამს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ოქსაზეპამის გვერდითი მოვლენებია: გადაღლილობის გარდამავალი შეგრძნება, საერთო სისუსტე, ძილიანობა, შესაძლებელია პარადოქსული რეაქციების განვითარება: ფსიქომოტრული აგზნება, მოუსვენრობა, ზოგჯერ მეხსიერების დაქვეითება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ლორანექსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლორანექსის გვერდითი მოვლენებია: დესლორატადინის კლინიკური მნიშვნელობის გვერდითი მოვლენები გამოვლენილი არ არის. შესაძლებელია: დაღლილობის შეგრძნება, პირის სიმშრალე, თავის ტკივილი. ძალიან იშვიათად – ტაქიკარდია, გულისცემის შეგრძნება, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მატება, ბილირუბინის კონცენტრაციის მატება, ალერგიული რეაქციები, გამონაყარი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

 

იცით ამპიბაქტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ამპიბაქტის გვერდითი მოვლენებია: ამპიბაქტი, როგორც წესი, კარგად აიტანება. გამოვლენილია აღნიშნული გვერდითი მოვლენები: ადგილობრივი რეაქციები: ტკივილი კუნთში ინექციის ადგილზე – 16% ტკივილი ვენაში ინექციის ადგილზე – 3% თრომბოფლებიტი – 3% სისტემური რეაქციები: ყველაზე ხშირად აღწერილი გვერდითი მოვლენა იყო – პაციენტების 3%-ში დიარეა და პაციენტების 2%-ზე ნაკლებ შემთხვევაში გამონაყარი. დამატებითი სისტემური გვერდითი მოვლენები აღწერილი იყო პაციენტების 1%-ზე ნაკლებ შემთხვევაში: ანემია, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ეოზინოფილია, ქავილი, გულისრევა, ღებინება, კანდიდოზი, დაღლილობა, სისუსტე, თავის ტკივილი, ტკივილი გულმკერდის არეში, მეტეორიზმი, მუცლის შებერვა, გლოსიტი, შარდის შეკავება, დიზურია, შეშუპება, სახის შეშუპება, ერითემა, გამონაყარი, შებოჭვის შეგრძნება ყელის არეში, ტკივილი მკერდის ძვლის არეში, ცხვირიდან სისხლდენა და სხვა ლორწოვანი გარსებიდან სისხლდენა. პედიატრიულ პაციენტებში: უსაფრთხოების არსებული მონაცემებით ბავშვებში გამოვლენილია იგივე სახის გვერდითი მოვლენები, როგორც მოზრდილ პაციენტებში. დამატებითი გვერდითი ეფექტების გამოვლინების შემთხვევაში პაციენტებმა უნდა მიმართონ მკურნალ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

ულცეპრაზოლი / ULCEPRAZOL ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ულცეპრაზოლი –  პრეპარატი არ ინიშნება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში. პრეპარატის გამოყენება ბავშვებში არ არის რეკომენდირებული.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ეგილოკი® – EGIOLOK® ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ეგილოკი® –  ცხოველებში მეტოპროლოლის შეყვანით მავნე ზემოქმედება მათ შთამომავლობაზე არ გამოვლენილა. ადამიანზე ჩატარებული კვლევები აუცილებელია პრეპარატის გამოყენების რისკისა და სარგებლობის საგულდაგულოდ შეფასება. იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატის მიღება გარდაუვალია, საჭიროა ნაყოფისა და ახალშობილის მეთვალყურეობა რამდენიმე დღის განმავლობაში (48-72 სთ) მშობიარობის შემდეგ, რადგან პლაცენტარული სისხლის მიმოქცევის შემცირებამ შეიძლება იმოქმედოს ნაყოფის ზრდაზე, ხოლო ნაყოფის სისხლის მიმოქცევაში შეღწევის შედეგად გამოიწვიოს ბრადიკარდია, სუნთქვის დათრგუნვა, არტერიული წნევის დაქვეითება და ჰიპოგლიკემია. მიუხედავად იმისა, რომ მეტოპროლოლი თერაპიული დოზით მცირე რაოდენობით აღწევს დედის რძეში და ნაყოფზე ბეტა-ბლოკატორული ეფექტის ალბათობა დაბალია, ჩვილი მაინც საჭიროებს გულდასმით გამოკვლევას (შესაძლებელია ბრადიკარდია). გაიარეთ ექიმის კონსულტაცია ნებისმიერი სამკურნალო საშუალებების მიღების წინ, თუ თქვენ ორსულად ხართ ან ბავშთს ძუძუს აჭმევთ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი