Author Archives: preparatebi

იცით ფინალგონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფინალგონის გვერდითი მოვლენებია: ადგილობრივი ალერგიული რეაქციები, მაგალითად, გამონაყარი სახეზე, სახის შეშუპება, კანის მსუბუქი ხანმოკლე გაღიზიანება და წვის შეგრძნება. პრეპარატის ჭარბი რაოდენობით გამოყენების შემთხვევაში, ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს უფრო მეტად.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

ვიტამინი A – VITAMIN A ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ვიტამინი A –  ორსულობის პერიოდში და ქალებში, რომლებიც ორსულობას გეგმავენ, ვიტამინი გამოიყენება დოზით 6 000 სე-მდე (5 წვეთი) დღიური დოზისა და მიღების ხანგრძლივობის ზუსტი ინდივიდუალიზაციით. არსებობს მონაცემები, რომ A ვიტამინის დღიურმა დოზამ, რომელიც 10 000 სე-ს აღემატება (8 წვეთი) (განსაკურთებით ორსულობის დასაწყისში) შეიძლება არასასურველად იმოქმედოს ნაყოფზე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ფლუიფორტი ® სიროფი – FLUIFORT® Syrup ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ფლუიფორტი ® სიროფი –  * მიუხედავად იმისა, რომ პრეპარატს არ ახასიათებს არც ტერატოგენული, არც მუტაგენური მოქმედება და არ  არის დადგენილი მისი შემცველობა დედის რძეში, მისი გამოყენება ორსულობისას და ლაქტაციისას რეკომენდირებული არ არის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით როტადონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

როტადონის გვერდითი მოვლენებია: საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ერთეულ შემთხვევებში – მეტეორიზმი, დიარეა, ყაბზობა, ტკივილი ეპიგასტრიუმში. ალერგიული რეაქციები: ერთეულ შემთხვევებში – ჭინჭრის ციება, ქავილი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ნევიგრამონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნევიგრამონის გვერდითი მოვლენებია: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, ქოლესტაზი, გასტროინტესტინური სისხლდენა. ალერგიული რეაქციები: ქავილი, ურტიკარია, ანგიონევროზული შეშუპება, ეოზინოფილია, სახსრების შეშუპებით და მათი მოძრაობის შეზღუდვით გამოწვეული ართრალგია გვხვდება ძალიან იშვიათად. ცნს-ის მხრივ: შესაძლებელია ძილიანობა, გონების დაბინდვა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, მხედველობის დაქვეითება, კუნთების ტკივილი, კრუნჩხვები, პარკინსონიზმის მოვლენები – ტოქსიკური ფსიქოზი (კონვულსიით), ქალასშიდა წნევის მომატება. ჰემოპოეზის ორგანოების მხრივ: თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ჰემოლიზური ანემია. ფოტოსენსიბილიზაციის სიმპტომები: ერითემა და კანის ზედაპირზე არსებული ბუშტუკები. ფოტოსენსიბილიზაციის დროს: მკურნალობის პერიოდში სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობის თავიდან აცილების მიზნით საჭიროა თავი ავარიდოთ მზის სხივებს. ზემოთჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები ატარებს დროებით ხასიათს და ქრება სპონტანურად. მკურნალობის შეწყვეტის აუცილებლობა გვერდითი მოვლენების არსებობის გამო, თითქმის არასოდეს არ არის საჭირო.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კალიმინი 60 H-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კალიმინი 60 H გვერდითი მოვლენებია: რა გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს კალინინ 60 H მიიღებისას? იმ სამკურნალო საშუალებების მიღებისას, რომელთა მოქმედი ნივთიერება არის პირიდოსტიგმინ ბრომიდი (მაგ. კალინინ 60 H) პაციენტს შეიძლება განუვითარდეს ოფლიანობა, ნერწყვის გაძლიერებული გამოყოფა და ცრემლდენა, ბრონქული ჯირკვლების გაძლიერებული სეკრეცია, გულისრევა, ღებინება, ფაღართი, შეტევისმაგვარი ტკივილი მუცელში, რაც დაკავშირებულია ნაწლავების პერესტალტიკის გაძლიერებასთან, კუნთების ტრემორი, გახშირებული შარდვა, კუნთების სპაზმი, კუნთების სისუსტე და ახლო აკომოდაციის დარღვევა. პრეპარატის შედაებით მაღალი დოზების მიღებისას შესაძლოა შესაძლოა გულისცემის სიხშირის შემცირება (ბრადიკარდია), ასევე არტერიული წნევის არასასურველი დაქვეითება (ჰიპოტონია). ძალიან იშვიათ შემთხვევაში ჩნდება კანზე გამონაყარი. თუ შენიშნეთ გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის მითითებული ამ ანოტაციაში, აცნობეთ ექიმს, ან ფარმაცევტს. რა ზომები უნდა მიიღოთ გვერდითი მოვლენების არსებობისას? ზემოთაღნიშნული გვერდითი მოვლენები შესაძლოა გამოწვეული იყოს დოზის გადაჭარბებით, ან ქოლინერგული კრიზით (იხ. ასევე კალიმინის 60 H დიდი რაოდენობით მიღება). დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს განვითარებული გვერდითი მოვლენების შესახებ. ექიმის ამოცანას წარმოადგენს ამ გამოვლინებების მიზეზეს გარკვევა. წარმოქმნილი გვერდითი მოვლენების აღმოსაფხვრელად ექიმს შეუძლია შეგიყვანოთ კანქვეშ, კუნთებში ან ვენაში ნელა ატროპინის სულფატი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ლივერას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლივერას გვერდითი მოვლენებია: პრეპარატის მომატებული დოზებით მკურნალობისას იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს კუჭ-ნაწლავის მოშლილობა (დიარეა).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

რიპრონატი / RIPRONAT ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

რიპრონატი –  არ არის დადასტურებული ორსულობის დროს რიპრონატის გამოყენების უსაფრთხოება. ლაქტაციის დროს რიპრონატის გამოყენების აუცილებლობისას ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ართრას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ართრას გვერდითი მოვლენებია: გლუკოზამინი: შესაძლებელია კნტ-ის მხრივ მსუბუქი დარღვევები (ტკივილები ეპიგასტრიუმში, მეტეორიზმი, დიარეა, ყაბზობა), თავბრუსხვევა, კანის ალერგიული რეაქციები. ქონდროიტინი: ალერგიული რეაქციები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ნეოსპირინი + C-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნეოსპირინი + C-ის გვერდითი მოვლენებია: იშვიათ შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს ჰიპერერგული რეაქციები (ბრონქოსპაზმი, კანის რეაქციები). იშვიათ შემთხვევებში _ კუჭ-ნაწლავის მხრიდან სისხლდენები, სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები