Author Archives: preparatebi

რონოციტი / Ronocit ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

რონოციტი –  ორსულობის დროს პრეპარატის დანიშვნა მიზანშეწონილია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აღემატება პოტენციურ რისკს ახალშობილისთვის. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნისას აუცილებელია უნდა დაისვას საკითხი ძუძუთი კვების შეწყვეტის შესახებ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ნისტატინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნისტატინის გვერდითი მოვლენებია: ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება მომატებული მგრძნობელობის ადგილობრივი რეაქციები. შესაძლებელია სოკოების რეზისტენტული ფორმების გავრცელება, რაც საჭიროებს პრეპარატის მოხსნას და ექიმის კონსულტაციას

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კაბოტრიმს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კაბოტრიმის გვერდითი მოვლენებია: ხშირად: არტერიული წნევის დაქვეითება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, უძილობა, ტკივილები მუცლის არეში. ხანგრძლივი მიღებისას: დისპეფსიური მოვლენები, საერთო სისუსტე, გასტრიტი, ღებინება, გაუვალობა, სარძევე ჯირკვლების ტკივილი, წამოხურება, დეპრესია, პარესთეზიები (აღნიშნული სიმპტომები გამოხატულია ზომიერად და ვლინდება პრეპარატის მიღებიდან პირველი 2 კვირის განმავლობაში და თავისით გაივლის).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

ვოლუვენი – VOLUVEN ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ვოლუვენი –  კლინიკური მონაცემები ორსულ ქალებში ვოლუვენის გამოყენების შესახებ არ არსებობს. ცხოველებზე ჩატარებული გამოკვლევებისას არ გამოვლენილა პირდაპირი ან არაპირდაპირი არასასურველი ზეგავლენა ორსულობის განვითარებაზე, ემბრიონის, ნაყოფის განვითარებაზე, მშობიარობასა და პოსტნატალურ განვითარებაზე. გარდა ამისა, არ გამოვლენილა ტერატოგენობის ნიშნები. ვოლუვენის გამოყენება ორსულობის პერიოდში შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც შესაძლო სარგებელი ამართლებს შესაძლო რისკს ნაყოფისათვის. ამ დრომდე არ არსებობს კლინიკური მონაცემები ლაქტაციის პერიოდში დედების მიერ ვოლუვენის გამოყენების შესახებ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით კარდიკეტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კარდიკეტის გვერდითი მოვლენებია:  თავის ტკივილი (“ნიტრატული თავის ტკივილი”), რომელიც ქრება რამოდენიმე დღის შემდეგ პრეპარატის შემდგომი მიღებისას. კარდიკეტ რეტარდის დიდი დოზის ხანგრძილვად მიღების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ტოლერანტობა, აგრეთვე ჯვარედინი ტოლერანტობა ნიტრატების ჯგუფის სხვა პრეპარატებთან.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

კარვედიგამა / Carvedigamma ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

კარვედიგამა –  ორსულობის პერიოდი: ორსულობის პერიოდში პრეპარატ კარვედიგამას გამოყენება რეკომენდირებული არ არის. ამჟამად არ არსებობს საკმარისი მონაცემები იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს პრეპარატი კარვედიგამა ორსულ ქალზე და ნაყოფზე და ამიტომ პრეპარატ კარვედიგამას 12,5 მგ – ტაბლეტების გამოყენება ორსული ქალების მიერ შესაძლებელია, როცა დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისათვის პოტენციურ რისკს. მკურნალობა უნდა დასრულდეს მშობიარობამდე 2-3 დღით ადრე. თუ ეს არ არის შესაძლებელი, ახალშობილი უნდა იმყოფებოდეს ექიმის მუდვივი მეთვალყურეობის ქვეშ მშობიარობის შემდგომ პირველი 2-3 დღის განმავლობაში. ლაქტაცია პრეპარატის გამოყენება აღნიშნულ პერიოდში არ არის სასურველი, რადგანაც კარვედიგამა გამოიყოფა დედის რძეში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ალზეპილს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ალზეპილის გვერდითი მოვლენებია: ისევე როგორც სხვა სამკურნალო პრეპარატმა, ალზეპილმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი არ ვითარდებიან ყველა პაციენტში.  ქვემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი ეფექტის განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.  ძალიან ხშირი (10-დან 1-10 პაციენტში): დიარეა, გულისრევა, თავის ტკივილი. ხშირი (100-დან 1-10პაციენტში): გაციება, ანორექსია (მადის დაკარგვა), ჰალუცინაციები, აგზნებადობა, აგრესიული ქცევა (ჰალუცინაციები, აგზნებადობა და აგრესიული ქცევა ქრება დოზის შემცირების ან დონეპეზილის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ), გულისწასვლა, თავბრუსხვევა, უძილობა (გართულებული დაძინება), გულისრევა, აშლილობები კუჭის მხრიდან, გამონაყარი კანზე, ქავილი, კუნთების სპაზმი, შარდის შეუკავებლობა, გადაღლა, ტკივილი, უბედური შემთხვევა. არახშირი (100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): კრუნჩხვითი გულყრა, ბრადიკარდია (გულის რითმის შენელება), სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, თორმეტგოჯა ნაწლავის ან კუჭის წყლული, ლაბორატორიული პარამეტრების ცვლილება (სისხლის პლაზმაში კუნთოვანი კრეატინკინაზის მცირე მომატება). იშვიათი (1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): ექსტრაპირამიდული სიმპტომები (კანკალი, სახის, ენის ან კიდურების უნებლიე მოძრაობა ან შებოჭვა), სინო-ატრიული ბლოკადა, გულის არითმია (გულის ბლოკადა), ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, მათ შორის ჰეპატიტი (ღვიძლის ინფექციური დაზიანება). მძიმე გვერდითი ეფექტების ან ისეთი ეფექტების განვითარების შემთხვევაში, რომლებიც არ არის აღწერილი მოცემულ ინსტრუქციაში, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ციპროდექსი 500-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ციპროდექსი 500-ის გვერდითი მოვლენებია: ჩვეულებრივ  პრეპარატი  კარგი  ამტანობით  ხასიათდება.   ხანდახან  შესაძლებელია  დიარეა, ღებინება, ტკივილი  მუცლის  არეში, თავის  ტკივილი, გულის  წასვლა, კრუნჩხვები,  კანის გამონაყარი,  ფოტოდერმატოზები; იშვიათად  ართრალგია,   შრატის  ტრანსამინაზების აქტივობის  მომატება, გულისცემის  გახშირება,  არტერიული  ჰიპერტონია., ტკივილი გულმკერდის  არეში, მხედველობის  დარღვევა, ანაფილაქსიური  რეაქციები,  იშვიათად –  თირკმლის მწვავე  უკმარისობა  და  ფსევდომემბრანული   კოლიტი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

დერმასეპტი – DERMASEPT ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

დერმასეპტი –  მონაცემები არ არსებობს. ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ალკა-ზელტცერს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ალკა-ზელტცერის გვერდითი მოვლენებია: იშვიათ შემთხვევაში აღინიშნება ჰიპერერგული რეაქციები (ბრონქოსპაზმი, კანის რეაქციები); ძალიან იშვიათად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ სისხლდენები, თრთომბოციტების რაოდენობის შემცირება სისხლში (თრომბიოციტოპენია).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები